ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, დავით ბაქრაძე, ამბობს, რომ 2016 წელს მთავარი გამოწვევა არჩევნები იქნება.
ბაქრაძე ნაციონალური მოძრაობის გამარჯვებაში დარწმუნებულია. როგორმ მან არცევანში სტუმრობისას აღნიშნა, ენმ არჩევნებზე ამომრჩეველს კონკრეტულ გეგმას შესთავაზებს.
„გავიმარჯვებთ არა იმიტომ, რომ ჩვენ მოვბრუნდეთ, როგორც ეს ბევრს ესმის ცუდი გაგებით. არავინ უკან არ ბრუნდება. მოდის ახალი პოლიტიკური ძალა, ახალი შეგნებით და ახალი ხედვით,“ - აცხადებს დავით ბაქრაძე.
რაც შეეხება 2015 წელს ბაქრაძემ ამ წლის ყველაზე ნეგატიურ მოვლენად ლარის გაუფასურება დაასახელა და დღევანდელ ხელისუფლებასც გააკრიტიკა.
ყველაზე საშიშ და მნიშვნელოვან ფაქტად რუსთავი2-ის საქმე დაასახელა უმცირესობის ლიდერმა.
„ეს საშიში პროცესი 2016 წელსაც გადაგვყვება, რადგან ჯერ ეს საქმე არ არის ამოწურული,“ - ამბობს დავით ბაქრაძე.
ნეგატიურ მოვლენებზე საუბრისას დავით ბაქრაძე 13 ივნისის სტიქიას ასახელებს, მთავარ პოზიტივად კი - ვიზალიბერალიზაციას და ამბობს, რომ ეს პოზიტივი წლების მანძილზე გაჰყვება საქართველოს.
მასალის გამოყენების პირობები






