დედაქალაქი ახალ წელს ჭუჭყიანი ხვდება - თბილისის დასუფთავების სამსახური გაიფიცა
პოლიტიკა - 02:01, 30 Dec, 2015     3976
დედაქალაქი ახალ წელს ჭუჭყიანი ხვდება. ამის მიზეზი კი არის, რომ თბილისის დასუფთავების სამსახური გაიფიცა და ხვალიდან ქალაქის დასუფთავებაზე უარს აცხადებენ.

როგორც თბილსერვისის თანამშრომლებმა რუსთავი2-ს განუცხადეს, ისინი ხელისუფლებისგან ჯერ კიდევ 3 თვის წინ მიღებული დანაპირების შესრულებას ითხოვენ.

როგოც ისინი ამბობენ, 4 ათასამდე თანამშრომელს არც სამუშაო პირობები აქვთ და ხელფასებიც ძალიან დაბალია. ამბობენ, რომ საგანგაშოა მანქანების ტექნიკური მდგომარეობა, არა აქვთ სამუშაო ტანსაცმელი და განსაკუთრებით ამ პირობების გათვალისწინებით ითხოვენ ხელფასების მატებას, მით უმეტეს ლარის დევალვაციის ფონზე.

როგორც ისინი აღნიშნავენ, სამი თვის წინ მათ ხელმძღვანელობის მხრიდან დაპირება მიიღეს, რომ ეს პრობლემები მოგვარდებოდა, მაგრამ დღემდე არაფერი გაკეთებულა. უფრო მეტიც, მათი თქმით, თანამშრომლებს წინა საახალწლოდ თითო შენიშვნის გამოც კი ხელფასების ნახევარი და ზოგს 80%-იც კი ჩამოაჭრეს.

ამასთან, ამბობენ, რომ ბოლო პერიოდში უშუალო ხელმძღვანელობასაც და მერიასაც რამდენჯერმე მიმართეს სამი თვის წინ მიღებული დანაპირების შესრულების მოთხოვნით, მაგრან, როგორც ამბობენ, მათთვის პასუხი არავის გაუცია. რაც მთავარია, ამბობენ, რომ მათ მიმართ უკვე მუქარა ისმის. თუმცა, აცხადებენ, რომ ამ მუქარის მიუხედავად ისინი ხვალიდან გაფიცვას იწყებენ და მოთხოვნების შესრულებამდე ქალაქის დასუფთავებაზე უარს ამბობენ.

წყარო: რუსთავი 2





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42