კანდელაკის ინფორმაციით, „ქართუ“ ბანკის მოგება და მისი აქტივები 2013 წლიდან 17-ჯერ გაიზარდა. დეპუტატი ამბობს, რომ ბანკიმა , ტენდერების წარმოუდგენელი ტემპით მოგება დაიწყო.
"ბიძინას გაპრავება უპერსპექტივო საქმეა - კვირიკაშვილი ამტკიცებს „ქართუ“ ბანკის მოგება მისი აქტივების „ამობრუნების“ გამო გაიზარდაო. ბანკის მოგების 17-ჯერ ზრდის მიზეზებში მას დაავიწყდა აღენიშნა ამ ბანკში - რომელიც 2013 წლამდე მხოლოდ ივანიშვილის ფულს ატარებდა - სახელმწიფო და კერძო დაწესებულებების მიერ აგნარიშების მასიურად და იძულებით გადატანა. მას ასევე დაავიწყდა ამ ბანკის მიერ ტენდერების წარმოუდგენელი ტემპით მოგება. მას ასევე დაავიწყდა ის რომ ბანკის შვილობილ სადაზღვევო კომპანიაში, რომელმაც ტენდერებში მონაწილეობის მიღება მხოლოდ 2014 წელს დაიწყო, მოულოდნელად და ერთხმად დაზღვევის გადატანა 26 სახელმწიფო დაწესებულებამ გადაწყვიტა.
აი იმ სახელმწიფო დაწესებულებებისა და კომპანიების ჩამონათვალი, რომლებმაც მოულოდნელად ერთხმად გადაწყვიტეს ბიძინა ივანიშვილის სადაზღვევო კომპანიასთან კონტრაქტის გაფორმება: • იუსტიციის სამინისტრო • სოფლის მეურნეობის სამინისტრო • ენერგეტიკის სამინისტრო • განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო • ქ. თბილისის მერია • თბილისის საკრებულოს აპარატი • ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახური • თვითმმართველი ქალაქი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატი • აფხაზეთის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - ადმინისტრაციულ-სამეურნეო სამმართველო • საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (საქსტატი) • საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური • სურსათის ეროვნული სააგენტო • შემოსავლების სამსახური • საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური • სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი • საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტი; • ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო • შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანება • სს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა • შპს საქაერონავიგაცია • ს.ს.ი.პ. ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი • სააქციო საზოგადოება საპარტნიორო ფონდი • შპს საქართველოს ფოსტა • სსიპ ნარკომანიის და ფსიქიკური ჯანმრთელობის პოლიტიკისა და პროგრამების მართვის ცენტრი • შ.პ.ს. საქართველოს ტელერადიოცენტრი“.დიახ, ბატონო გიორგი, დაპირებების შესრულების ნაცვლად ბიძინა ივანიშვილი ფულს ნამდვილად აკეთებს და ამაზე პასუხისმგებლობას როგორც მისი ინტერესების - და არა ქართველი ხალხის - წარმომადგენელი ვერც ერთ შემთხვევაში ვერ გაექცევით "-აცხადებს გიორგი კანდელკი.
მასალის გამოყენების პირობები






