"შერიგების პოლიტიკასთან დაკავშირებით ჩვენ უნდა გადავდგათ თამამი ნაბიჯები. ბატონ პაატას შემუშავებული აქვს მთელი რიგი იდეები. მე ყურადღებით გავეცანი და დიდი ნაწილი ამ წინადადებებისა ჩემთვის ძალიან საინტერესოა. არის ნაწილი, რომელიც, ჩემი აზრით, მინიმუმ ამ ეტაპზე არ შეიძლება იყოს მიზანშეწონილი. ბატონი პაატას იდეები იმსახურებს ინტერესს, რათა ის განხილული იქნას ფუნდამენტურად. ჩვენ არ გვაქვს დრო, არ გადავდგათ თამამი ნაბიჯები ამ მიმართულებით. რაც შეეხება მის განცხადებას რუსეთის პრეზიდენტის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ ქართველებმა უნდა ისაუბრონ აფხაზებთან და ოსებთან შერიგებაზე. შეიძლება გვქონდეს შინაგანი სკეპტიციზმი, მაგრამ ჩვენ მოვალენი ვართ, მინიმუმ იმდენი კონსტრუქციულობა გამოვიჩინოთ, რომ ამ ტიპის განცხადებებზე არ ვუპასუხოთ აპანჩურებით, უგულებელყოფით და ყველა პოტენციალი, რომელიც კი იქნება ამ მიმართულებით გაჟღერებული რუსეთის ხელისუფლების მხრიდან, კონსტრუქტივით მივიღოთ. დამერწმუნეთ, საერთაშორისო არენაზე ეს ჩვენ გაცილებით უფრო დადებითად წარმოგვაჩენს. ამ ურთიერთობებში ჩვენ უნდა გამოვწუროთ ყველა შესაძლო პოზიტიური პოტენციალი, რომელიც კი შეიძლება წამოვიდეს ამ მიმართულებით. სწორედ აქედან იყო გამომდინარე ბატონი პაატას განცხადება, რომ ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა პოზიტივი, რომელიც კი გაჩნდება ამ მიმართულებით. დრო ჩვენს საწინააღმდეგოდ მუშაობს, ახალი თაობები იზრდებიან, ისინი შორდებიან ერთმანეთს, ამიტომ მე ვფიქრობ, ეს იყო სწორი განცხადება", - განაცხადა კვირიკაშვილმა.
შეგახსენებთ, შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილის შეფასებით, პუტინის მოწოდება აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებს დაეხმარება, თამამად მიიღონ გადაწყვეტილებები და საქართველოსთან რეგულარულ ორმხრივ ურთიერთობებზე წამოვიდნენ.
მასალის გამოყენების პირობები






