პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი კვირიკაშვილი კრიმინალური დანაშაულის სტატისტიკაზე საუბრობს და ამბობს, რომ ყაჩაღობის ნაწილში დანაშაულის მატებაა.
ამის შესახებ კვირიკაშვილმა პარლამენტში სამთავრობო პროგრამის წარდგენის დროს განაცხადა.
თუმცა როგორც კვირიკაშვილი ამბობს, მთლიან სტატისტიკაში დანაშაულის 4%-იანი კლებაა.
„ყაჩაღობის ნაწილში არის დანაშაულის მატება. რაც შეეხება მთლიან სტატისტიკას, 4%-იანი კლებაა. თქვენ შეგიძლიათ არაერთ პოლიციელს გაესაუბროთ, თუ რამხელა წნეხი იყო დანაშაულის გაშუქების თვალსაზრისით. ვერც ერთი ჟურნალისტი ვერ ბედავდა, რომ ამ ტიპის დანაშაულები გაშუქებულიყო. კარგად გახსოვთ, ხელისუფლების რამხელა აგერსია გამოიწვია, როდესაც „იმედმა“ გირგვლიანის წამებით მოკვლის საკითხი გააშუქა. მე არაფერს ვამტკიცებ, მე ერთადერთ რამეს ვამბობ - ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს სიტუაცია გამოსწორდეს“, - ამბობს კვირიკაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






