მთავრობა ონლაინ კაზინოებთან მიმართებაში რეგულაციების გამკაცრებას გეგმავს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა სამთავრობო პროგრამის წარდგენის დროს განაცხადა.
მისი თქმით, ონლაინ კაზინოები და სასტუმროში არსებული კაზინოები ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს.
"მე საფუძვლიანად შევისწავლი ამ საკითხს. საკმაოდ დამაზიანებელია ეს ბიზნესი. უნდა შემოვიღოთ მკაცრი რეგულაციები. მე უნდა გავერკვე ამ ბიზნესში - მკაცრი რეგულაციების შემოღება არის თუ არა შესაძლებელი, თუ ეს რეგულაციები შეუძლებელი იქნება სხვა ზომებს მივიღებთ. რაც შეეხება კაზინოებს საქართველოში, რომელიც არსებობს, აქ ჩვენ ბუნებრივია უნდა გავითვალისწინოთ ბიზნესგეგმები. ეს კაზინოები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამ ბიზნესს არაფერი დაემუქრება ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ის ხელს უწყობს ტურიზმის და სასტუმრო კომპლექსების განვითარებას საქართველოში," - განაცხადა კვირიკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






