ჯანეტ ქერდიყოშვილი კიდევ ერთი ინტერვიუს გამო მოექცა ყურადღების ცენტრში. ამჯერად საზოგადოების ნაწილის მსჯელობის საგანი გახდა მის მიერ ნათქვამი ფრაზა „კაცს ისე უნდა ვუყვარდე, როგორც გოგო უყვარს მამას." თუმცა როგორც ჯანეტი ამბობს, მამასა და შვილის სიყვარულზე ისევ არასწორი ინტერპრეტაცია იყო. ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, რომელიც ისევ და ისევ მას უკავშირდება, ქართველი ლამაზმანი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს:
„ჩემო ძვირფასებო! ჩემო უნიჭიერესო და უჭკვიანესო ქართველებო! რამდენი ვყოფილვართ თქვენ გაგახარათ ღმერთმა!
არ დავიღალეთ ამდენი ნეგატივით?! თქვენი თითოეული უარყოფითი სიტყვა, ხომ ისევ თქვენ გიბრუნდებათ დროთა განმავლობაში. უკვე მარაზმში გადადის ამ თემაზე ლაპარაკი, მაგრამ როგორც ვხედავ ჩვენი პატივსაცემი საზოგადოების ნაწილი მაინც ვერ ხვდება ჩემს მიერ გამოთქმულ აზრზს და შეხედულებას. ან არ უნდა მიხვდეს, მაგრამ ეს უკვე სხვა თემაა ძალიან მწყდება გული იმაზე, რომ იმის მაგივრად, რომ ვამაყობდეთ ჩვენი წესჩვეულებებით, ადათწესებით და ფასეულობებით, რომლებმაც ისტორიას გაუძლო, ჩვენ პირიქით ვკარგავთ და ვფლანგავთ ამას, ამ სწრაფი ნაბიჯებით მიმავალ გზაზე ევროპისკენ, რაც კარგია და ძირძველი ევროპული ფასეულობები, მას კი არ ვაკვირდებით და ვიგებთ. პირიქით რაც ახალია, გაურკვეველი და ხშირად იმ ნამდვილი ევროპელისათვისაც მიუღებელი, იმას ვისრუტავთ და ვაფეტიშებთ!
რაც შეეხება მამასა და შვილის სიყვარულზე ისევ არასწორი ინტერპრეტაცია იყო. მე ვიგულისხმე, რომ ისეთივე მეორე ნახევარი მჭირდებათქო, როგორიც მამაჩემია, ისეთივე მზრუნველი და მოსიყვარულე ესაა ჩემი ბოლო კომენტარი .
ახლა კი გილოცავთ ჩემო კარგებო დამდეგ ახალ 2016 წელს! და გისურვებთ შინაგან სიმშვიდეს და უფრო გაბრწყინებულ მომავალს!!!“- წერს ჯანეტი სოციალურ ქსელში“- წერს ჯანეტი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.
მასალის გამოყენების პირობები






