საავადმყოფოს სამედიცინო მენეჯერმა მადონა სართანიამ „ნიუპოსტს“ განუცხადა, რომ 2007 წელს შენობა 1 ლარად კომპანია „ბლოკ ჯორჯიამ“ შეისყიდა, თუმცა, მოგვიანებით ხელშეკრულება გაუქმდა და ახლა ეს კომპანია საავადმყოფოს მისაკუთრებას ცდილობს.
ექიმების განცხადებით, „ბლოკ ჯორჯიას“ "ერთი ლარის ინვესტიცია არ ჩაუდია სამედიცინო დაწესებულების სარეკონსტრუქციოდ და მის განსავითარებლად, დღეს კი გარკვეულ პრეტენზიებს გამოთქვამს და მენეჯმენტის საქმიანობაში ჩარევას ცდილობს."
თავის მხრივ, თავად „ბლოკ ჯორჯიაში" აცხადებენ, რომ 2007 წელს დადებული ხლშეკრულება არ გაუქმებულა და მათ შენობა კანონის სრული დაცვით შეიძინეს, რაც დადასტურებულია დოკუმენტურად და დარეგისტრირებულია საჯარო რეესტრში.
ჩვენი კორესპოდენტის ცნობით, სამედიცინო დაწესებულება სრულიად პარალიზებულია, ადგილზე კი სამართალდამცავები არიან მობილიზებულნი.
მასალის გამოყენების პირობები






