საპარლამენტო უმცირესობასთან გამართულ შეხვედრაზე გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ აბსურდია იმის მტკიცება, რომ ხელისუფლება რუსულ მედიას აფინანსებს.
პარლამენტარმა სერგო რატიანმა კვირიკაშვილს უპასუხა, რომ ხელისუფლება აფინანასებს, ობიექტივს. ხოლო ეკა ხერხეულიძე მას დაპირდა, რომ გაუგზავნის კვლევის შედეგებს, რომელიც ადასტურებს, რომ პრორუსული მედია საქართველოს ხელისუფლებისგან ფინანსდება.
“თუ შეიძლება გამოიგზავნეთ, მაგრამ ეს არის აბსურდი. დადასტურებულად შემიძლია გითხრათ. მე თითონ შეშფოთებული ვარ ქვეყანაში გაზრდილი რუსული პროპაგანდის გამო. ეს არის ჩემი პირადი დამოკიდებულება”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრორუსული მედიის ხელისუფლების მხრიდან დაფინანსებაზე კვლევა მედიის განვითარების ფონდმა ჩაატარა, რომლის თანახმად იმ მედიებს, რომლებიც გამოირჩევიან ანტიდასავლური პოლიტიკით, 2013-14 წლებში საბიუჯეტო დაფინანასება აქვთ მიღებული.
მასალის გამოყენების პირობები






