”ჩემი კარიერა „ქართუ ბანკში“ არ დაწყებულა, საკმაოდ დამოუკიდებელი ადამიანი ვარ”- კვირიკაშვილი
პოლიტიკა - 20:30, 28 Dec, 2015     1325
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, ის მთავრობაში „ქართუ ბანკში“ მუშაობის გამო არ მოსულა და მისი კარიერა ამ ბანკის გარდა სხვა სფეროებსაც მოიცავს:

„რაც შეეხება „ქართუ ბანკის“ საკითხს, იქ მუშაობამდე 13 წელი ვიმუშავე საბანკო სექტორში - 1993 წელს დავიწყე. ჩემი კარიერა „ქართუ ბანკში“ არ დაწყებულა, იქ ექვსი წელი გავატარე. სრული სპექტრი გავიარე საბანკო სექტორში. ჩემი ყოფილი კოლეგებიც სხედან და მათ იციან, რომ ოთხი წელი და ექვსი თვე ვიმსახურე პარლამენტში, მათ შორის, კომიტეტის პირველი მოადგილე ვიყავი და საერთაშორსო საკონსულტაციო კომპანიებში მაქვს ნამუშევარი. ამიტომ არ ვიცი, ვინ შეიძლება ჩათვალოს, რომ „ქართუ ბანკში“ მუშაობის გამო მოვედი მთავრობაში. „ამერიკაში განათლება მიღებული მაქვს და საქართველოში ორი უნივერსიტეტი მაქვს დამთავრული. ამის შემდეგ თუ თვლით, რომ ამიტომ მოვედი მთავრობაში, ეს თქვენი ნებაა. “- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ამასთანავე პრემიერობის კანდიდატმა მისი მინისტრთა კაბინეტის წევრების და ბიძინა ივანიშვილის კავშირზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბევრი მათგანი ბიძინა ივანიშვილს მინისტრობამდე საერთოდ არ იცნობდა.

„არ მგონია, რომ მათი ერთადერთი დამსახურება ის იყოს, რომ ისინი ივანიშვილთან დაახლოებული პირები არიან. ბევრი მათგანი ივანიშვილს მინისტრობამდე საერთოდ არ იცნობდა. არ ვამბობ, რომ ეს მინისტრთა კაბინეტი შეიცვლება. მე ჩემი გუნდის წევრები ძალიან მიყვარს, პატივს ვცემ მათ საქმიანობას. გარკვეული პერიოდი ვიმუშავებ და სურვილი მექნება, ჩვენი შეხედულებების თანხვედრის პირობებში, მათთან ერთად ვიმუშაო“, - განმარტა გიორგი კვირიკაშვილმა.

„არამგონია მჭირდებოდეს იმის დასტური აქ, რომ საკმაოდ დამოუკიდებელი ადამიანი ვარ. ამას ჩემი კარიერა ადასტურებს და ამას მომავალში არაერთხელ დავადასტურებ“, - აღნიშნა კვირიკაშვილმა.

შეგახსენებთ, უმცირესობის წევრის ირმა ნადირაშვილის განცხადებით მინისტრების დაწინაურება ბიძინა ივანიშვილის მიმართ მათი დამსახურების მიხედვით ხდება. ნადირაშვილმა მინისტრთა კაბინეტს ”ქართუ ბანკის” მთავრობა უწოდა:

„მე ამას ვერ დავარქმევ საქართველოს მთავრობას, მას ჩვეულებრივად შეგვიძლია დავარქვათ ქართუ ბანკის მთავრობა, იმიტომ რომ პირადად თქვენ იყავით ქართუ ბანკის მართველი და შემდეგ გახდით პრემიერ მინისტრი. გვერდით გიზით ქუმსიშვილი, რომელიც თქვენი მოადგილე იყო ქართულ ბანკში. აჭარაში ვიცით ხაბაძე, რომელსაც უმაღლესი თანამდებობა უჭირავს - ის ქართუ ბანკის აჭარის ფილიალის მმართველი იყო. ასევე ვიცით, რომ მთავრობაში ყველას დაწინაურება ხდება იმის მიხედვით - ვის რა დამსახურება აქვთ ბიძინა ივანიშვილის წინაშე. მისი ორი დაცვის უფროსი ძალოვან უწყებებს ხელმძღვანელობენ, კიდევ ერთი მინისტრი ბატონი სერგეენკო მისი პირადი ექიმი იყო. ეს ქვეყანასაც ეტყობა, იმიტომ რომ ქართუ ბანკის მოგება გაიზარდა 1700-ჯერ და ქვეყანა გაღარიბდა. მთელი მთავრობა მუშაობს ქართუ ბანკის წარმატებაზე და არა ქვეყნის წარმატებაზე.“ - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42