"შემიძლია დაგიდასტუროთ ჩემი სურვილი, რომ შევხვდეთ და ვისაუბროთ. ვფიქრობ, ამ მიმართულებით ეს ნაბიჯები გადასადგმელია და სიამოვნებით შეგხვდებით, მოვისმენ თქვენს წინადადებებს ამ მიმართულებით. ასევე ვთხოვ შესაბამის ინსტიტუტებს, რომ მაქსიმალურად კონსტრუქციულად მივუდგეთ ამ საკითხის განხილვას და თუ ჩვენ მოვნახავთ საერთო ნიადაგს, ძალიან დიდი სიამოვნებით მოვისმენდი თქვენს წინადადებებს. შესაცვლელი საგადასახადო ადმინისტრირების კუთხით ბევრი რამ არის და კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენი მთავრობა მზად არის კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის. ჩვენი კაბინეტის სულისკვეთებაა, მოვისმონოთ თქვენი წინადადებები, განვიხილოთ. თუ თქვენი მხრიდანაც იქნება არა რიტორიკული ლოზუნგები, არამედ წინადადებები რეალური თანამშრომლობისთვოს, ჩვენი მხრიდან უარი არასდროს იქნება." - განაცხადა კვირიკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






