„მე ამას ვერ დავარქმევ საქართველოს მთავრობას, მას ჩვეულებრივად შეგვიძლია დავარქვათ ქართუ ბანკის მთავრობა, იმიტომ რომ პირადად თქვენ იყავით ქართუ ბანკის მართველი და შემდეგ გახდით პრემიერ მინისტრი. გვერდით გიზით ქუმსიშვილი, რომელიც თქვენი მოადგილე იყო ქართულ ბანკში. აჭარაში ვიცით ხაბაძე, რომელსაც უმაღლესი თანამდებობა უჭირავს - ის ქართუ ბანკის აჭარის ფილიალის მმართველი იყო. ასევე ვიცით, რომ მთავრობაში ყველას დაწინაურება ხდება იმის მიხედვით - ვის რა დამსახურება აქვთ ბიძინა ივანიშვილის წინაშე. მისი ორი დაცვის უფროსი ძალოვან უწყებებს ხელმძღვანელობენ, კიდევ ერთი მინისტრი ბატონი სერგეენკო მისი პირადი ექიმი იყო. ეს ქვეყანასაც ეტყობა, იმიტომ რომ ქართუ ბანკის მოგება გაიზარდა 1700-ჯერ და ქვეყანა გაღარიბდა. მთელი მთავრობა მუშაობს ქართუ ბანკის წარმატებაზე და არა ქვეყნის წარმატებაზე.“ - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






