სასჯელაღსრულებაში დადგეგმილ რეფორმებზე კახიშვილმა კომიტეტების სხდომაზე ისაუბრა
პოლიტიკა - 19:13, 28 Dec, 2015     830
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრობის კანდიდატი კახა კახიშვილი პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა და საპროცედურო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა და სამინისტროს პრიორიტეტებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

კახა კახიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უფლებების დაცვა, მათი ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიზაცია, ასევე, სათანადო საცხოვრებელი პირობებით, კვების რაციონით, სამედიცინო მომსახურებით, რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის და დასაქმების პროგრამებით უზრუნველყოფა მთავარი პრიორიტეტებია.

სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა ისაუბრა იმ ცვლილებებზეც, რომლის განხორციელების შემდეგ მსჯავრდებულებს დასაქმების საშუალება მიეცემათ, კერძოდ კი ონლაინ მაღაზიის შექმნაზე, სადაც მსჯავრებულთა ნამუშევრები გაიყიდება. „ცვლილებების შედეგად მსჯავრდებულებს საშუალება მიეცემათ საზოგადოებას საკუთარი ნამუშევრები ონლაინ მაღაზიების მეშვეობით შესთავაზონ და გაყიდონ. მიღებული თანხა კი მათ პირდაპირ ბარათზე დაერიცხებათ. გარდა ამისა ცვლილება შედის კანონში და მსჯავრდებულებს სხვადასხვა დაწესებულებებში ჩასატარებელ სარემონტო სამუშაოებზე დასაქმების საშუალებაც მიეცემათ. ამ ეტაპზე სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად ტენდერი ცხადდება. ფირმას, რომელიც გაიმარჯვებს, საკუთარი მუშახელი მოჰყავს და სამინისტრო მათ თანხას ურიცხავს, ამასობაში კი ჩვენი მსჯავრდებულები, რომლებიც კვალიფიციური სპეციალისტები არიან უმუშევრები არიან. ცვლილების მიღების შემთხვევაში ჩვენ მსჯავრდებულთან ინდივიდუალური კონტრაქტის დადების საშუალება გვექნება. ეს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მათ რესოციალიზაციას“ - განაცხადა კახა კახიშვილმა. მისივე განცხადებით, უწყების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს ბიზნეს-სექტორის დაინტერესება წარმოადგენს, რომლებიც სხვადასხვა დაწესებულებებში მცირე ზომის საწარმოებს და ქარხნებს აამუშავებენ, სადაც ასევე, მსჯავრდებულები დასაქმდებიან. კახიშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე არანაირი ინტერესი არ არის, რადგან დაწესებულებებში წარმოებულ ნაწარმს სახელმწიფო უწყებები ვერ შეიძენენ. ცვლილებების თანახმად კი ნებისმიერ უწყებას, მათ შორის, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს საშუალება ექნებათ დაწესებულებებში დამზადებული ნაწარმი შეიძინონ. „ცვლილების შედეგად ჩვენ მოგვეცემა საშუალება სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ დადგენილ ფასად ნებისმიერი ნაწარმი შევიძინოთ, რომელიც გამოშვებული იქნება ჩვენს დაწესებულებაში ჩვენი მსჯავრდებულების მიერ. ეს შეიძლება იყოს ლეიბები, ბალიშები, პური და კიდევ სხვა ბევრი რამ. რა თქმა უნდა, ეს ბიზნეს სექტორისთვის დამატებითი სტიმული იქნება. მაგალითად, გეგუთის დაწესებულებაში ყვავილების სათბურის აშენებას ვგეგმავთ, რომელსაც შემდგომში მერია შეისყიდის. ეს იქნება რევოლუცია პენიტენციურ სისტემაში და დარწმუნებული ვარ ბევრი მსჯავრდებული, რომელიც ჩვენს დაწესებულებებში იმყოფება მუშაობის სურვილს გამოთქვამს“ - აღნიშნა კახიშვილმა.

სიტყვით გამოსვლისას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრობის კანდიდატმა, ასევე, ისაუბრა სასჯელის მოხდის ალტერნატიულ მეთოდზე - შინაპატიმრობაზე; ქალთა დაწესებულებაში ხანგრძლივი პაემნების ოთახების გახსნაზე, რომელიც უახლოეს დღეებში იგეგმება; პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხზე; კახა კახიშვილის განცხადებით, პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების პროცესი გამჭირვალე უნდა გახდეს და სწორედ ამ მიზნით გადაწყვეტილებას ცვლილებების შედეგად სასამართლო მიიღებს. საუბარი შეეხო, ასევე, ხანდაზმულობის და დაავადების გამო სასჯელის გადავადების საკითხსაც; პრობაციონერებისათვის ზოგიერთი გადასახადის გაუქმებას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42