"ბატონო გიორგი, დარწმუნებული ვარ, თქვენ ძალიან გაწონასწორებული ადამიანი ხართ და ნამდვილად შეეცდებით ამ პოლიტიკური სიგიჟის მუხტი დავწიოთ საქართველოში. დარწმუნებული ვარ, თქვენთვის უცხოა სიძულვილის ენა, მაგრამ დღეს, ამ პოლიტიკურ დღის წესრიგში ვცხოვრობთ და რამდენიმე კონკრეტულ კითხვას დაგისვამთ: სცემთ თუ არა პრეზიდენტის ინსტიტუტს და კონსტიტუციას პატივს იმდენად, რომ მონაწილეობას მიიღებთ კონსტიტუციით განსაზღვრული ორგანოს - უშიშროების საბჭოს სხდომებში? შეწყვეტთ თუ განაგრძობთ იმ სამარცხვინო კამპანიას, რომელიც პრეზიდენტის გამოსახლებას ისახავს მიზნად; სცემთ თუ არა პატივს დემოკრატიის ფუნდამენტურ ღირებულებას - სიტყვის თავისუფლებას იმდენად, რომ დაიცავთ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს მის წინააღმდეგ ხელისუფლების მიერ დაწყებული უდავოდ პოლიტიკური პროცესისგან, დაიცავთ თუ არა სასამართლოს იმისგან, რომ გამოყენებულ იქნას პოლიტიკურ იარაღად სიტყვის თავისუფლების და სამართლიანობის წინააღმდეგ", - მიმართა გოგუაძემ კვირიკაშვილს.
მასალის გამოყენების პირობები






