გარემოს დაცვის მინისტრობის კანდიდატის გიგლა აგულაშვილის ინფორმაციით, მომავალი წლიდან ავტომობილების ტექდათვალიერების ამოქმედებისთვის მზადება იწყება.
ამის შესახებ აგულაშვილმა პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატები მთავრობის მომავალ წევრებს უსმენენ და მათ გეგმებს ეცნობიან.
აგულაშვილმა ეკომარკირების სისტემაზეც ისაუბრა.
„გვინდა, შევიმუშაოთ ეკომარკირების სისტემა ბეზინგასამართი სადგურებისთვის, რომელთა საწვავი დადგენილი ნორმების ფარგლებშია ან უკეთესია, ვიდრე დადგენილი ნორმები. ასევე, 2016 წლიდან იგეგმება ხარისხის შემოწმების მონიტორინგი, როგორც გეგმიური, ასევე მოულოდნელი შემოწმება. დაიწყება ტექდათვალიერების ამოქმედებისათვის მზადების პროექტი. ვფიქრობთ, რომ ეს არის ხანგრძლივი და ეტაპობრივი, ასევე აუცილებელი პროცესი“, - განაცხადა აგულაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






