"ნაციონალური მოძრაობა" მთავრობის შემადგენლობას ნდობას არ გამოუცხადებს
პოლიტიკა - 13:30, 28 Dec, 2015     1041
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მთავრობის ახალ შემადგენლობას მხარს არ დაუჭერს. ამის შესახებ "ნიუპოსტს" ენმ-ის წევრმა თინათინ ბოკუჩავამ განუცხადა.

საპარლამენტო ოპოზიციაში თვლიან, რომ "ქართული ოცნება" და "ქვეყნის არაფორმალური ლიდერის მიერ განხორციელებული ცვლილება ბუტაფორიული ხასიათისაა".
"ჩვენი პოზიცია გასაკვირი არ იქნება. არ იცვლება პროგრამა, "ქართული ოცნება" და ახლა უკვე კვირიკაშვილი გვთავაზობს იმ პროგრამას, რომელმაც არ იმუშავა. მინისტრთა კაბინეტს კი ისევ ის წარუმატებელი მინისტრები დაიკავებენ. რომც შეეცვალათ, ჩვენ მაინც არ დავუჭერდით მხარს, მთავრობის შემადგენლობას, რადგან მთავარი არ იცვლება - ამ ქვეყნის არაფორმალური მმართველი არის ბიძინა ივანიშვილი. რომლის მმართველობის დროს მთავარი აქცენტი კეთდება იმაზე, თუ როგორ შეიზღუდოს სიტყვის თავისუფლება, მოხდეს ოპოზიციური პარტიების შევიწროება. ივანიშვილი და მისი მთავრობა არ არის კონცენტირებული იმაზე, როგორ განვითარდეს ქვეყნის ეკონომიკა, შეიქმნას სამუშაო ადგილები და შესრულდეს ის დაპირებები, რაც ბიძინა ივანიშვილმა და მისმა გუნდმა 2012 წელს უხვად გასცეს"- განუცხადა ბოკუჩავამ "ნიუპოსტს".
"ნაციონალური მოძრაობის" მსგასად ახალ მინისტრთა კაბინეტს მხარს არ დაუჭერენ "თავისფალი დემოკრატები"
,,ეს პრობლემები დარჩება ისევ ისე ან კიდევ უფრო დამძიმდება, ეს ცვლილებები არის არა მიზეზებიდან გამომდინარე, არამედ ერთი კაცის გადაწყვეტლება“ - ამბიობს ალასანია.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა უკვე წარადგინა პარლამენტში მინისტრობის კანდიდატები. ცნობილია რომ შემადგენლობაში ცვლილება მხოლოდ საგარეო საქმეთა მინსიტრს შეეხება, რომელ პოსტსაც თავად გიორგი კვირიკაშვილი იკავებდა.

პარლამენტმა მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობის გარდა, ნდობა სამთავრობო პროგრამასაც უნდა გამოუცხადოს. "ძლიერი, დემოკრატიული, ერთიანი საქართველოსთვის" – ასე ჰქვია პროგრამას, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში მთავრობის შემადგენლობასთან ერთად შევიდა და რომელსაც დეპუტატებს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი კვირიკაშვილი გააცნობს.

როგორც ირკვევა, განახლებული სამთავრობო პროგრამის სახელწოდება და პრიორიტეტები უცვლელია.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42