"ეჭვი მაქვს, ელისაშვილი თავად იყო ჩართული კორუფციაში "- ბესელიას კონტრ-ბრალდება
პოლიტიკა - 13:43, 28 Dec, 2015     2579
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ეჭვს გამოთქვამს, რომ ალეკო ელისაშვილი თავად იყო კორუფციაში ჩართული და ამ დანაშაულის სხვაზე გადაბრალებით საკუთარი თავის პრევენციას ახდენს.

„ეჭვი მაქვს, ეს ადამიანი თავად იყო ჩართული კორუფციაში და ჩვენზე თითის გამოშვერით გარკვეულ პრევენციას ახდენს საკუთარი თავის გადასარჩენად. არის ამის შესახებ გარკვეული ინფორმაციები, მაგრამ, მისგან განსხვავებით , ამას მტკიცებით ფორმაში ვერ ვიტყვი. თუმცა აუცილებლად დავინტერესდები. მაგალითად, კითხვა მაქვს, ხომ არ იყო მისი მხრიდან არაჯანსაღი ინტერესი გამოხატული, როდესაც საკრებულოს დეპუტატის რანგში კონკრეტული პროკურორებისგან ითხოვდა მისი ახლობლის პრობლემის მოგვარებას?! ასევე დავინტერესდები , როგორ მოხდა საკმაოდ მძიმე სასჯელისგან პრეზიდენტის მეუღლის , მაკა ჩიჩუას ძმის გათავისუფლება და ჰქონდა თუ არა ადგილი ზეგავლენით ვაჭრობას. სხვა ფაქტებსაც აუცილებლად გამოვიკვლევ. ეს კომისია არავის პირადი კანტორა არ არის და არავინ იფიქროს, რომ პრეზიდენტის , ან ელისაშვილის პირადი სივრცეა.

ელისაშვილის უკან დგანან გარკვეული პოლიტიკური ძალები და ეს მალე გამოჩნდება. არ დავიწყებ მკითხაობას. ეს ყველაფერი მალე გაირკვევა. რეალურად ეს გახლავთ პატიმართმოძულე ადამიანი და მიკვირს, საერთოდ როგორ მოხვდა შეწყალების კომისიის თავმჯდომარედ. მას არც კი უფიქრია , საკუტარი აბსურდის თეატრით რა მდგომარეობაში ჩააყენა პატიმრები. შესაძლოა , ელისაშვილი მთელი ამ ბინძური კამპანიით საკუთარი დანაშაულის დაფარვას ცდილობს.“- განაცხადა ბესელიამ.

წყარო „პრაიმტაიმი“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42