რა პრიორიტეტები ექნება მომავალ მთავრობას - მინისტრები საკუთარ გეგმებზე საუბრობენ
პოლიტიკა - 12:39, 28 Dec, 2015     1296

მინისტრთა კაბინეტის მომავალი წევრები პარლამენტში იკრიბებიან. მათ დღეს კანონმდებლებს საკუთარი უწყების პრიორიტეტები უნდა გააცნონ. მანამდე მინისტრის მოვალეობის შემსრულებლებმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთეს და განსახორციელებელ რეფორმებზე ისაუბრეს.

როგორც დავით სერგეენკო ამბობს, მომავალ წელს ჯანდაცვის სამინისტრო მომსახურების გაზრდაზე იქნება ორიენტირებული.

„გარდა დამტკიცებული ძირითადი სტრატეგიული პროექტებისა, ჩვენ შეგვეძლება მომავალი წლიდან შევთავაზოთ ახალი ცვლილებები მოსახლეობას, რომელიც მათ კიდევ უფრო დიდ შვებას მისცემს. ეს იქნება რეფორმები ჯანდაცვაში, რომელიც გაზრდის მომსახურების ხარისხს და ამბულატორიულ მედიკამენტებთან წვდომას. მნიშვნელოვანი სიახლეები იქნება ონკოლოგიის მიმართულებითაც“, - განაცხადა სერგეენკომ.

დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, ეკონომიკის სამინისტროს მთავარი პრიორიტეტები არის და დარჩება კერძო სექტორზე ორიენტირებულობა.

„კერძო სექტორი ჩვენი ეკონომიკის მამოძრავებელია და მათი სტიმულირება, როგორც პოლიტიკის დონეზე, ასევე ინსტრუმენტების დონეზე ჩვენი ძირითადი ამოცანა იქნება. ჩვენ, როგორც ვაჭრობის პოლიტიკის გამტარებელი უწყება, ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ რაც შეიძლება მეტი რეფერენცირებული სავაჭრო რეჟიმები მოვიპოვოთ სხვადასხვა ქვეყნებიდან“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.

დავით ბაქრაძის თქმით, მთავრობა რომელსაც პარლამენტი დაამტკიცებს, მთლიანად შედეგზე იქნება ორიენტირებული.

"ეჭვი არ მეპარება, რომ ეს იქნება პროდუქტიულ შედეგზე ორიენტირებული მთავრობა, ისევე როგორც აქამდე. ჩვენ ევროპული და ევროატლანტიკური მიმართულებით ვაჩვენეთ ძალიან კარგი შედეგები. რაც შეეხება ასოცირების შეთანხმებას, თავისუფალ ვაჭრობას, ამ უმნიშვნელოვანესი დოკუმეტების თანამიმდევრულ შესრულებას ვაგრძელებთ", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ოთარ დანელიას თქმით, სოფლის მეურნეობის სამინისტროში პრიორიტეტები ნარჩუნდება, თუმცა გარკვეული სიახლეებიცაა.

„ჩვენი მიმართულებით პრიორიტეტები ნარჩუნდება, თუმცა იქნება რამოდენიმე სიახლე, ეს გახლავთ სოფლის განვითარების კომპონენტი, კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობა, ეს არის კოოპერირების კიდევ უფრო წახალისება და მათ შორის ინფრასტრუქტურული პროექტები, როგორიც არის სამაცივრე და შემნახველი მეურნეობები“, - აღნიშნა დანელიამ.

სამომავლო გეგმებზე კომენტარი ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა ნოდარ ხადურმაც გააკეთა.

„გაგავრძელებთ მუშაობას, რათა ბიზნესგარემო უკეთესი იყოს და შევქმნათ პირობები, რომ ფისკალური ინსტიტუტები მუშაობდნენ გამართულად, გაგრძელდეს ბიუჯეტის გამჭირვალედ ხარჯვა და ჩვენი პრიორიტეტები, რომელიც გაცხადებული იყო, შესრულდეს“, - განაცხადა ხადურმა.

მინისტრთა ახალი კაბინეტს კენჭს ხვალ უყრიან. გიორგი კვირიკაშვილმა მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა უცვლელი დატოვა. სიახლე მხოლოდ საგარეო საქმეთა მინისტრია. ქვეყნის პირველი დიპლომატის პოსტს მიხეილ ჯანელიძე დაიკავებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42