თუ ეკა ბესელია ან ვინმე სხვა ნაწყენია, ცივი წყლის დალევის გარდა ვერაფერს ვურჩევ - უსუფაშვილი
პოლიტიკა - 10:53, 28 Dec, 2015     3842

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ე.წ. შეწყალების სკანდალს კიდევ ერთხელ ეხმაურება და თვლის, სიმართლის გარკვევას საკითხის პოლიტიზებამ ხელი შეუშალა.

როგორც „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში განაცხადა, შეწყალების სკანდალში მხოლოდ ქრთამის საკითხია გასარკვევი, რაზეც, თუ ვინმეს კონკრეტული ინფორმაცია აქვს, დროულად უნდა განაცხადოს.

„მანანა კობახიძის შემთხვევაში ღია კარს ვამტვრევთ. 2011 წელს, როდესაც რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ვიყავი, კობახიძემ მე მომმართა კითხვით, რა კავშირი ჰქონდა ნუგზარ ბოჭორიშვილს ჩვენს პარტიასთან, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი შეწყალებაზე ოფიციალური რეკომენდაციაც გაგზავნა. ვიღაცები გაიძახიან, "კოკაინის საქმეზე" დაკავებულების შეწყალების მოთხოვნა როგორ იკადრაო. ციხეში ყველა პატიმარს კონკრეტული დანაშაულის გამო აქვს მუხლი წარდგენილი. აქ საქმე სხვაგვარადაა, კერძოდ, ერთი ადამიანი თვლის, რომ პატიმარი შესაწყალებელია, მეორე კი ფიქრობს, რომ არ არის შესაწყალებელი. კომისიაც იმისთვის არსებობს, ვიღაცის განცხადებას დაეთანხმოს და ვიღაც უარით გაისტუმროს. შეწყალების სკანდალში მხოლოდ ქრთამის საკითხია გასარკვევი, რაზეც, თუ ვინმეს კონკრეტული ინფორმაცია აქვს, დროულად უნდა განაცხადოს. ელისაშვილმა იქნებ ისიც გვითხრას, რა შინაარსის წერილები მისწერეს. თუ გამოძიებით კონკრეტული დანაშაული არ დადგინდება, ჭორის საფუძველზე დეპუტატისთვის მანდატის ჩამორთმევა სწორი არ იქნება. საკუთარ თავზეც ყოველდღე ისეთ ამბებს ვიგებ, ჭორებს ყურადღება რომ მივაქციო, პარლამენტის თავმჯდომარეობა კი არა, სადმე უნდა გადავიხვეწო... როცა ადამიანები ორთაბრძოლაში არიან ჩართულნი, ყოველთვის ელიან, რომ ვიღაც მათ მხარს დაუჭერს. მე სიმართლის მხარეს ვარ. თუ ეკა ბესელია ან ელისაშვილი, ან ვინმე სხვა ნაწყენია, ცივი წყლის დალევის გარდა ვერაფერს ვურჩევ“, - ამბობს უსუფაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42