,,არავის ჰქონია ილუზია, რომ კვირიკაშვილი იქნებოდა თუ სხვა პრემიერ-მინისტრი, ის დამოუკიდებლად მიიღებდა გადაწყვეტილებებს. ფაქტია, რომ თუ არ მოხდა მთავრობაში რადიკალური ცვლილებები და განსაკუთრებით ეკონომიკურ და სოციალურ მიმართულებით, რა თქმა უნდა სიტუაცია ვერ შეიცვლება“ - მიიჩნევს ,,ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთი ლიდერი მანანა ნაჭყებია.
,,რამდენად მოახერხებს კვირიკაშვილი ამ როლის შესრულებას, რაც აქამდე ღარიბაშვილმა შეასრულა, არ ვიცი, თუმცა ერთი რამ ფაქტია, საქართველოს პრემიერიც, პრეზიდენტიც, უმრავლოსობაც და გადაწყვეტილების მთავარი მიმღებიც არის ბიძინა ივანიშვილი. ის რაც დღეს ქვეყანაში ხდება, ამ ყველაფერზე პასუხისმგებელია ივანიშვილი. ამ ცვლილების მთავარი ამოცანა, გამოჩნდა, რომ არის ხელისუფლების კატასტორფულად დაბალი რეიტინგი. რამდენად მოახერხებს ხელისუფლება მის კომპენსირებას, გამოჩნდება 2016 წელს“ - აცხადებს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ბაჩუკი ქარდავა.
,,მთავრობის ძველი შემადგენლობით წარდგენა, ნიშნავს, რომ გადაწყვეტილებას ღებულობს სხვა. ჩვენ ვხედავთ, რომ არ არიან ჯერ კიდევ ჩამოყალიბებული ვინ იქნება პრემიერი. კვირიკაშვილი იქნება ტექნიკური პრემიერი, რომელიც არჩევნებამდე ან მას მერე გადადგება“ - მიიჩნევს ,,ევროპელი დემოკრატების“ ლიდერი პაატა დავითაია.
მასალის გამოყენების პირობები






