"ძალიან ბევრი დადებითი ნაბიჯი გადაიდგა ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში, ჩვენს თანამოძმეებთან მიმართებაში, აფხაზ და ოს თანამოძმეებთან მიმართებაში. ყველა ამ ნაბიჯის ინიციატორი იყო პირადად ირაკლი ღარიბაშვილი. მე ამას შევსწრებივარ იმ სპეციალური კომისიების სხდომების დროს, რომლებიც ამ მიმართულებით არის შექმნილი", - განაცხადა კვირიკაშვილმა.
ეს განცხადება გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაზე კომენტირებისას გააკეთა. გიორგი მარგველაშვილის თქმით, მას ორი წლის მანძილზე ჰქონდა მცდელობა ღარიბაშვილთან ახლო კონტაქტში ყოფილიყო, მათ შორის ისეთ საკითხზე, როგორიც არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები. პრეზიდენტის თქმით, აღნიშნულ თემაზე მან ,მოახერხა შეხვედრები ყველა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებთან, ერთადერთი სადაც ეს არ მოხერხდა, მარგველაშვილის განცხადებით, იყო ქართული ოცნება.
მასალის გამოყენების პირობები






