"ამ საკითხზე იყო კიდევ საუბარი რატომ არ მოიკითხაო პრეზიდენტმა, რადგან ამ ბოპლო დროს ასეთი მოთხოვნებია, ხმას ამოირებ და რატო ამოიღე ხმა, არ ამოიღებ და რატომ არ ამოიღეო. მინდა კიდევ ერთხელ პატივცემულებო მოვიკითხო, მაგრამ არა ეს საქმე. მოვიკითხო უკვე მე-5 და მინდა რომ შემომიერთდეთ ისინი, ვინც დარდობთ პრეზიდენტი რას კითხულობს და რას არა. მინდა მოვიკითხო წამების ის საქმეები, რომელიც ცნობილია, როგორც სისტემური დანაშაული და სადაც ხდებოდა კატასტროფა. ამ საქმეებზე 9 და 2 ადამიანი გაიქცა კი არა, რამდენი ადამიანი არის ჩასმული ციხეში, რამდენის მიმართ მიმდინარეობს ძიება და რამდენი ადამიანი არის სავარაუდოდ ამ საქმეებში ეჭვმიტანილი. საქართველოს პროკურატურას მინდა მოვკითხო ეს საქმეები, რომ მერე არ იყოს საუბარი, რომ მერე არ მოვიკითხე. ამ დონის საქმეები, რომ არის გაჩერებული სამი წელი და მეტი, მესიჯების საქმე უნდა მომეკითხა? იმიტომ არ მოვიკითხე მესიჯების საქმე, რომ გაუპატიურების საქმეზე უკვე ღია ეთერში მეხუთეჯერ ვკითხულობ რა რეალობაა დამდგარი და ვერ ვირებ პასუხს. მგონია რომ ჯერ ეს უნდა მოვიკითხო და მერე ის."- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა და პროკურატურას ასევე მოსთხოვა მას ინფორმაცია ე.წ ფოტოგრაფების საქმეზეც მიაწოდონ, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს ჯაშუშობაში იყვნენ ბრალდებულნი.
მასალის გამოყენების პირობები






