„ორი წლის განმავლობაში იყო ჩემი მხრიდან მცდელობა, რომელიც სამწუხაროდ ძირითადად წარუმატებელი იყო, რომ ბატონი ირაკლი უფრო ახლო კონტაქტში ყოფილიყო ჩემთან. ირაკლის გარდა პარლამენტთანაც, მინისტრთა კაბინეტთანაც. ასეთი მცდელობების შესახებ საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, მაგალითად დავიწყებ იმით, რომ ტერიტორიული მთლიანობის შესახებ, ყველა ინტერეს ჯგუფს და პოლიტიკურ ძალს შევხვდი ერთი წლის განმავლობაში, ერთადერთი ჯგუფი, რომელიც დღემდე ჩემთან კონტაქტზე არ გამოდის არის და არ მიფიქსირებს, რომ ჩვენ საერთო სალაპარაკო თემა გვაქვს, არის „ქართული ოცნება’, მათ შორის პრემიერ-მინისტრი. სამჯერ მოვითხოვე მთავრობის სხდომაზე მისვლა და არცერთშემთხვევაში ეს არ მოხდა. ეს არ იყო თხოვნა ეს იყო კონსტიტუციური მოთხოვნა და პასუხი არ ყოფილა. უშიშროების საბჭოს სხდომებთან დაკავშირებით მთავარი საკითხი გახდა ვინ დაესწრება და ვინ არა და არა ის რაზე იქნება საუბარი. ჩვენ ასევე ვიცით პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლაზე არ დასწრების სამწუხარო პრაქტიკაც. იყო მუდმივი მცდელობა, რომ გველაპარაკა და გვეურთიერთობა მაგრამ იყო წაყრუება.“- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






