,,მთავრობის იგივე შემადგენლობით დატოვება ცხადყოფს, რომ კვირიკაშვილი გარდამავალი პრემიერია“ - პაატა დავითაია
პოლიტიკა - 20:13, 26 Dec, 2015     1987
გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას იმის თაობაზე, რომ ის უცვლელად წარადგენს მინისტრთა კაბინეტს, გამოეხმაურა ,,ევროპელი დემოკრატები“ ლიდერი. პაატა დავითაია მიიჩნევს, რომ ახალი პრემიერის ეს განცხადება მიანისნებს იმაზე, რომ კვირიკაშვილი არის გადამავალი პრემიერი და მას ივანიშვილი უახლოეს პერიოდში აუცილებლად შეცვლის.

,,ცნობილი გახდა, რომ ახალი პრემიერ-მინისტრი წარადგენს მთავრობის იგივე შემადგენლობას, რაც იყო ღარიბაშვილის პრემიერობის დროს. საუბარი მხოლოდ ერთი მინისტრის შეცვლაზე, ვინ საგარეო უწყებას ჩაიბარებს. ამით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ღარიბაშვილის გაშვება მოხდა ბატონი ივანიშვილის ჩარევით, ამ ცვლილებით ეს დამტკიცდა და კიდევ ერთხელ ხაზი ესმევა, რომ არაფრომალური მმართველობაა ქვეყანაში. ამასთან ერთად, გამოჩნდა ის, რომ ბატონი კვირიკაშვილი იქნება გარდამავალი პრემიერ-მინისტრი და ის არ იქნება გრძელვადიანი. სავარაუდოდ ის ან არჩევნებამდე დატოვებს პოსტს ან არჩევნების შემდეგ“ - აცხადებს დავითაია ,,ნიუპოსტთან“.

მისივე ვარაუდით, მმართველი გუნდი პრემიერობის სხვა კანდიდატზე მუშაობს, რაც მისი თქმით, არჩევნების შემდგომ ეტაპზე გამოჩნდება.

,,ეს ყველაფერი ცხადყოფს, რომ ჩვენ საქმე გვაქვს არასტაბილურ მმართველობასთან. 4 წლის თავზე უკვე სამი პრემიერია გამოცვლილი და შესაძლოა მოხდეს მეოთხე ცვლილებაც, რეალურად თითო წელს ჩვენ ვღებულობთ თითო პრემიერს, ეს ნიშნავს, რომ სტაბილურობა სახელმწიფოს მართვაში არის ნულის ტოლი და ვინც ასეთ გადაწყვეტილებებს ღებულობს არის სრულიად პარანოიკი. ამდენი პრემიერი ასეთ მოკლე ვადაში არის მძიმე შედეგი. კვირიკაშვილის განცხადება, რომ მას უნდა დრო მინისტრების შეცვლისთვის, ცხადყოფს იმას, რომ არ არიან ჩამოყალიბებული და ემზადებიან სხვა გუნდისთვის და ახლა დატოვეს ტექნიკური გუნდი“ - აცხადებს დავითაია და საზოგადოებას მოუწოდებს, გამოიტანოს სწორი დასკვენი არჩევნების წინ, რადგან ,,ასეთი პარანოიკული მართველობა ქვეყანას მიიყვანს დაღუპვამდე“.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42