თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი,პროკურატურის მხრიდან ალეკო ელისაშვილის საარჩევნო დოკუმენტაციით დაინტერესებასთან დაკავშირებით გაზეთ „ქართული გაზეთის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. ელისაშვილის თქმით მას დიდი სურვილი აქვს რომ ეს ინფორმაცია არ დადასტურდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს იქნება ნიშანი იმისა, რომ პროკურატურა „შეწყალების სკანდალთან“ დაკავშირებული საქმის გამოძიების ნაცვლად , საქმის ჩაფარცხვას და ამ საქმის მთავარ მოწმეზე, პირადად მასზე ზეწოლას ცდილობს:
„ძალიან მინდა რომ ეს ინფორმაცია არ დადასტურდეს. თუ ეს ნამდვილად ასეა მაშინ ჩავტვლი, რომ პროკურატურა საქმის ჩაფარცხვასთან ერთად ჩემზე ზეწოლას ცდილობს, ნაცვლად იმისა რომ სამქ გამოიძიოს. ჩემი ცესკოში რეგისტრაცია რატომ აინტერესებთ სრულიად გაუგებარია.“- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა "კურიერთან" საუბარში.
მასალის გამოყენების პირობები






