პროკურატურა ალეკო ელისშვილის საარჩევნო დოკუმენტაციით დაინტერესდა
პოლიტიკა - 16:41, 26 Dec, 2015     2987

ქართული გაზეთის წყაროს ცნობით 22 დეკემბერს ცესკოში მთავარი პროკურატურიდან შევიდა წერილი ალეკო ელისაშვილის წინასაარჩევნო დოკუმენტაციის გამოთხოვნის მიზნით. რის დადგენას ცდილობს პროკურატურა, ან რატომ გაჩნდა ელისაშვილის საარჩევნო დოკუმენტაციაზე ინტერესი სწორედ ახლა - უცნობია. ალეკო ელისაშვილი ამ ფაქტს არ ადასტურებს მაგრამ ჩვენთან საუბარში მან დაადასტურა, რომ ასევე წერილობით უკვე მიმართა ცესკოს პროკურატურის კითხვებთან დაკავშირებით. მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან და მას მედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ნათია სულხანიშვილი ვითარებაში გარკვევას დაგვპირდა, მაგრამ ამის შემდეგ არც სატელეფონო ზარებს და არც წერილობით შეტყობინებებს არ პასუხობს. ცესკოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ქეთი დანგაძემ "ქართულ გაზეთთან" საუბარში ასეთი კომენტარი გააკეთა:
„ცესკოდან რამდენჯერმე გათხოვილ იქნა ინფორმაცია სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით. აღნიშნულ საქმეზე ცესკო არ ფლობს მეტ ინფორმაციას, ვერც გასცემს რაიმე სახის ინფორმაციას გამოძიების საქმის მასალებთან დაკავშირებით. თუ გამოძიება და კონკრეტული საქმე ეხება რომელიმე პირს, მას აქვს უფლება საგამოძიებო ორგანოში საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით გაეცნოს მის შესახებ არსებულ საქმის მასალებს.“
ამავე დროს, N3 საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის თავჯდომარე აკაკი ხუსკივაძე ადასტურებს, რომ ცესკოს მოთხოვნით მან ელისაშვილის საბუთები მართლაც გადააგზავნა ცენტრალურ ოფისში:

„მე დაზუსტებით არ ვიცი პროკურატურამ მოითხოვა თუ არა ელისაშვილის საბუთები.

აღნიშნული ამბავი კულუარულად ვრცელდება. თუმცა დადასტურებულად შემიძლია ვთქვა, რომ ელისაშვილზე ცესკომ ინფორმაცია გამოითხოვა საბურთალოს ოლქიდან. თუმცა რაში ჭირდებათ ელისაშვილის მაჟორიტარ კანდიდატად რეგისტრაციის განკარგულებები ჩემთვის არავის აუხსნია. განკარგულებები რეგისტრაციის შესახებ ისედაც შესაძლებელია მოიძიონ თუმცა ამ ეტაპზე ამ დოკუმენტების გამოთხოვა ვის რაში დაჭირდა ეჭვებს ბადებს“- აცხადებს ხუსკივაძე.


წყარო "ქართული გაზეთი"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42