„შარშან გამოვდიოდი რუსთავი ორის ეთერში „არჩევანში“, გამოსვლიდან რამდენიმე წუთში რუსეთის ფედერაციამ მოითხოვა ჩემი დაკავება უკრაინაში. მიზეზად სახელდებოდა ჩემი, როგორც ბრიგადის მეთაურის მონაწილეობა 2008 წლის ომში. დღევანდელი საქართველოს პროკურატურა და ახალი პროკურორი პირდაპირ ხელდასმით ასრულებს რუსული პროკურატურის დავალებას.“- განაცხადა გიგი კალანდაძემ "რუსთავი2"-თან ინტერვიუში.
კალანდაძის თქმით, უკრაინის ხელისუფლების გარკვეულ წრეებშიც იყო მცდელობა რომ მას ქვეყანა დაეტოვებინა და საზღვარგარეთ ან საქართველოში წასულიყო, თუმცა როგორც კალანდაძე აღნიშნავს ის ამ მოთხოვნას არ დაემორჩილა:
„რამდენიმეჯერ მესიჯის სახით იყო თხოვნა და მოთხოვნა, რომ დამეტოვებინა უკრაინა და გადავსულიყავი საზრვარგარეთ ან დავბრუნებულიყავი საქართველოში, წარმომადგენელი რომელიც მე დამიკავშირდა მუშაობს უკრაინის უშიშროების საბჭოში . მე მას რა თქმა უნდ ცივი უარი ვუთხარი.“- აღნიშნა კალანდაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






