მურუსიძის სკანდალი გრძელდება- იუსტიციის საბჭოს წინააღმდეგ ხელმოწერების შეგროვება იწყება
პოლიტიკა - 13:20, 26 Dec, 2015     1862
ლევან მურუსიძის არჩევის გამო იუსტიციის საბჭოს მოქმედი წევრების უფლებამოსილების შესაჩერებლად ხელმოწერების შეგროვება იწყება. ამ ინიციატივით რამდენიმე პოლიტიკური ძალა და „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ წარმომადგენლები გამოდიან.

ისინი 200 000 ხელმოწერის შეგროვებასა და პრეზიდენტისთვის რეფერენდუმის დანიშვნის მოთხოვნით მიმართვას გეგმავენ.

როგორც „ადვოკატთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილმა არასამთავრობო სექტორთან და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, ივანიშვილი, რომელიც ამბობდა, რომ სამართლიანი სასამართლოს მომხრე იყო, სასამართლო ფაქტობრივად, ჭაობში დატოვა.

„გვინდა სამოქალაქო აქტივობა გავაძლიეროთ და საზოგადოებას ვუთხრათ, რომ ბიძინა ივანიშვილმა ყველა გაგვაცურა. ივანიშვილმა სამართლიანი სასამართლოს მტერი მურუსიძე თავზე დაგვასვა. ივანიშვილი, რომელიც ამბობდა, რომ სამართლიანი სასამართლოს მომხრე იყო, სასამართლო ფაქტობრივად, ჭაობში დატოვა. აქედან გამომდინარე, ყველამ უნდა გაიგოს, ვინ არის ბიძინა ივანიშვილი და ჩვენ რა გვინდოდა, რისთვის მივეცით ხმა. როდესაც ხალხი ამას იტყვის, თვითონ ფეოდალი ბიძინა ივანიშვილიც კომპრომისზე წავა“, - განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.

„ადვოკატთა ასოციაციაში“ არასაპარლამენტო და საპარლამენტო პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრა მოსამართლეთა კანდიდატების გუშინდელი კენჭისყრის შემდეგ დაიგეგმა, სადაც სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში ლევან მურუსიძის დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღეს.

მურუსიძე სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული პალატის მოსამართლედ გუშინ აირჩიეს. ფარული კენჭისყრის შედეგად, მას ხმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ათმა კანდიდატმა მისცა.

14-დან ორი წევრი კენჭისყრას არ დასწრებია. თავად ლევან მურუსიძეს კი, არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42