რა ვერ ათქმევინეს ღარიბაშვილს ,,გადადგომის სიტყვაში“ - ექსპრემიერმა პირობა ნაწილობრივ შეასრულა
პოლიტიკა - 13:15, 26 Dec, 2015     10924
„ის არის ტიპური კახელი კაცი, უაღრესად პატიოსანი, ძალიან ნაღდი და წესიერი კაცი“- ასე დაახასიათა ბიძინა ივანიშვილმა ირაკლი ღარიბაშვილი, როდესაც ის 2013 წლის 2 ნოემბერს, პრემიერის პოსტზე თავის შემცვლელად დაასახელა.

იმის შესახებ თუ რატომ გახდა 25 თვის შემდეგ ივანიშვილისთვის თავისი რჩეული იმ დონეზე მიუღებელი, რომ წინასაახალწლოდ პრემიერის სახელზე დაბეჭდილი მისალოცებიც და პრემიერის სკამიც ელვის სისწრაფით დაატოვებინა, უამრავი ვერსია ვრცელდება. ზოგი ვერსიით ამ საქმეში მთავარი ბრალი, ღარიბაშვილის მიერ ცოლის „უარყოფილ“ ნათესავებს, თამაზაშვილების კლანს და მათ გაზრდილ მადას მიუძღვის. მეორე ვერსიით ღარიბაშვილი, არცთუ სახარბიელო წარსულის მქონე მოსამართლის ლევან მურუსიძის მხარდაჭერის გამო გაიწირა, არსებობს მესამე ვერსიაც რომლის მიხედვითაც, ღარიბაშვილის თავზე დაკიდებული დამოკლეს მახვილების როლი „კოკაინის სკანდალში“ გახვეულმა ეკა ბესელიამ და მანანა კობახიძემ შეასრულეს. ვრცელდება ინფორმაციაც, რარიბაშვილ-ივანიშვილს შორის არსებობს ერთგავრი გარიგებაც, რომ ღარიბაშვილმა შესაძლოა ნარმანია შეცვალოს, მათ შორის საუბარია ეროვნული ბანკის პრეზიდენტობაზეც, რომელსაც ღარიბაშვილი ქადაგიძის ვადის ამოწურვის შემდეგ დაიკავებს.

ვერსიებიდან რომელია უფრო სიცოცხლისუნარიანი ამას უახლოესი თვეები დაადგენს. ფაქტი ერთია ღარიბაშვილი სახლში გაუშვეს და ქვეყნის პირველკაცობასთან ერთად „ქართული ოცნების“ პირველკაცობაც ჩამოართვეს.

როგორც „ნიუპოსტმა“ სამთავრობო კულუარებიდან შეიტყო, პრემიერს ბოლო სიტყვის უფლების ჩამორთმევასაც უპირებდნენ და მას მოსახლეობის წინაშე წარმოსათქმელი სიტყვის განსხვავებულ ვარიანტს სთავაზობდნენ. ღარიბაშვილმა ივანიშვილის მიერ ნაქები ტიპიური კახური ჯიბრიანობა გამოიჩინა და სხვის მიერ დაწერილი სიტყვის წარმოთქმას ბოლო მომენტამდე უარობდა. სწორედ ეს გახდა მისი გამოსვლის რამდენჯერმა გადადების მიზეზიც. საბოლოოდ სიტყვის საშუალო ვარიანტზე შეჯერდნენ, სადაც ღარიბაშვილმა მაინც არ თქვა ,,ისე, როგორც ეს დავალებული ჰქონდა", რომელმაც პასუხებზე მეტი კითხვები გააჩინა და ვერავინ გაიგო - სად და რატომ წავიდა ეს „უაღრესად პატიოსანი, ძალიან ნაღდი და წესიერი კაცი“, როგორც მას მისი წინამორბედი ახასიათებდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42