„ვერ გეტყვით, არ ვიცი, ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ ჯერჯერობით, დავით ნარმანია ნაყოფიერად აგრძელებს მუშაობას,“ - აცხადებს ნუკრი ქანთარია.
გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს არც მმართველი გუნდის ლიდერი გია ვოლსკი.
ირაკლი ღარიბაშვილის „მოულოდნელი“ გადადგომის შემდეგ კვლავ გააქტიურდა დედაქალაქის მერის დავით ნარმანიას თანამდებობიდან წასვლის საკითხიც. "ნიუპოსტის" ინფორმაციით, ნარმანია მერის თანამდებობას დატოვებს, მერის კანდიდატი კი საქართველოს აწ უკვე ყოფილი მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაიკავებს.
რამდენიმე თვის წინ „ნიუპოსტი“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერდა , რომ მერიაში მიმდინარე საკადრო ცვლილებების საქმის კურსშია ბიძინა ივანიშვილი, მეტიც, "ქართული ოცნების" კულუარებიდან გამოსული ინფორმაციის თანახმად, შესაძლოა მერის არჩევნები ვადაზე 2 წლით ადრე, 2016 წელს საპარლამენტო არჩევნებთან ერთად გაიმართოს.
მასალის გამოყენების პირობები






