მართალია, ჯანელიძის პრესსამსახურში აღნიშნულ ფაქტს არ ადასტურებენ, მაგრამ როგორც ჯანელიძესთან დაახლოებული პირი გვიყვება, კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელმა კვირიკაშვილის გადაწყვეტილების შესახებ უკვე შეიტყო.
კრიზისების მართვის საბჭოს გააუქმების შემდეგ უსამსახუროდ რჩება ღარიბაშვილის კიდევ ერთი ფავორიტი - შსს ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე და ასევე მისი ყოფილი - მოადგილე გიორგი ზედელაშვილი.
ცნობისთვის, კრიზისების მართვის საბჭო ირაკლი ღარიბაშვილმა უშიშროების საბჭოს ალტერნატივად შექმნა.
ჯანელიძის სამსახურმა კრიტიკა მას შემდეგ დაიმსახურა, როცა საბჭოს ხელმძღვანელობამ კოლოსალური ხელფასები დაინიშნეს.
ჯანელიძეს ყოველთვიური შემოსავალი 7 ათას 975 ლარია. გიორგი ზედელაშვილის 6 ათასი, დაახლოებით ამდენივე ლარს იღებს თვის ბოლოს ალექსანდრე ჭიკაიძე.
კრიზისების მართვის საბჭოს გააუქმებას მიესალმება, გია ხუხაშვილი.
როგორც "ნიუპოსტთან" საუბრისას ექსპერტმა აღნიშნა, ირაკლი ღარიბაშვილმა "ეს სულელური საბჭო, მარგველაშვილის ჯინაზე შექმნა".
"არ მაქვს ინფორმაცია გააუქმებს თუ არა კვირიკაშვილი ამ ძალიან სასაცილო საბჭოს, თუმცა, მისი არ გაუქმება კიდევ უფრო სასაცილო იქნება. თავის დროზე, ღარიბაშვილმა ეს საბჭო უშიშროების საბჭოს ალტერნატივად შექმნა. რაც ძალიან ცუდი გზავნილი იყო, სახელმწიფოებრივად არასწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. კარგი იქნება თუ ეს შეცდომა გამოსწორებული იქნება" - უთხრა "ნიუპოსტს" ესქსპერტმა.
ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ქართველ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მინისტრთა კაბინეტში რამდენიმე ცვლილებას არ გამორიცხავს.
"რაც შეეხება მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას, კიდევ ერთხელ შევიკრიბებით გუნდი და არ მგონია, რომ ძალიან მნიშვნელოვან დრამატულ ცვლილებებს უნდა ველოდოთ. რამდენიმე ცვლილება შესაძლებელია იყოს" - განუცხადა კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს.
დავით ჯაბაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






