„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატით უკმაყოფილია.
ნათელაშვილი გიორგი კვირიკაშვილის გაერთანებულ ქართულ ბანკში მუშაობის პერიოდს ახსენებს და ამბობს, რომ სწორედ კვირიკაშვილმა და ვანო ჩხარტიშვილმა „დაიტაცეს ხალხის ანაბრები“.
„არანაირი კომენტარი ბატონი ღარიბაშვილის პრემიერობიდან გადადგომის თაობაზე საჭირო არ არის. მისი სახე პირდაპირ მიუთითებს, რომ პატრონმა კინსწისკვრით გააგდო ამ თანამდებობიდან. ოლიგარქი სკუთარი მილიარდების დარაჯად გვინიშნავს მორიგ ბანკირს. ეს ფაქტი იმიტომაცაა ხალხის სულში ჩაფურთება, რომ ბატონი კვირიკაშვილი ავადსახსენებელ 90-იან წლებში ავბედით ვანო ჩხარტიშვილთან ერთად მოღვაწეობდა გაერთანებულ ქართულ ბანკში, საიდანაც როგორც ცნობილია, მათ დაიტაცეს ჩვენი ხალხის ანაბრები და ქვეყანა მშიერ-ტიტველი დატოვეს.გარდა ამისა პრემიერობის კანდიდატი 90-იან წლებში მიხეილ სააკაშვილის ფავორიტი იყო და მისი რეკომენდაციით გახდა საქართველოს პარლამენტის დეპუტატი“, - განაცხადა ნათელაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






