პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე ლევან მურუსიძის მოსამართლედ დანიშვნას საზოგადოების წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილებას უწოდებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით პოსტს კობახიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
„მე პატივს ვცემ სასამართლო ხელისუფლებას, როგორც დამოუკიდებელ შტოს, პატივს ვცემ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, როგორც დამოუკიდებელ ორგანოს, არ ვერევი მათ საქმიანობაში და ვერ მოვახდენ მათი გადაწყვეტილების რევიზიას, მაგრამ თავს მოვალედ ვთვლი, ჩემი მკაფიო პოზიცია დავაფიქსირო ბატონი მურუსიძის არჩევასთან დაკავშირებით, მიმაჩნია, რომ ეს არის საზოგადოების სრულიად ჯანსაღი, საფუძვლიანი და სამართლიანი მოთხოვნის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება!“, - წერს კობახიძემ.
ლევან მურუსიძე სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული პალატის მოსამართლედ აირჩიეს. მურუსიძეს ხმა საბჭოს 10-მა წევრმა მისცა
მასალის გამოყენების პირობები






