„ანასტასია ზაუტაშვილისა და ჩემი საერთო შვილის ნათლია ლევან ბერძენიშვილია. ნათელ-მირონობიდან გამომდინარე, მასთან დაახლოებული ვიყავი. ბატონ ლევანს დღესაც დიდ პატივს ვცემ, მიუხედავად იმისა, რაც ჩემზე თქვეს რესპუბლიკელებმა. როც ვაკის მაჟორიტარად იყრიდა კენჭს, ვეხმარებოდი. დავუთმე დარბაზი სემინარებისტვის, რა თქმა უნდა უფასოდ. ჩემი პირადი დაცვა და მანქანებიც გადავეცი ბატონ ლევანს. არ მინდა დავწვრილმანდე, მაგრამ იმ 2 თვის განმავლობაში, რაც ფალიაშვილზე საარჩევნო შტაბი ფუნქციონირებდა, საჭმელიც ჩემი რესტორნიდაბ მისდიოდათ. ანუ , ნაციონალურ მოძრაობის მოწინააღმდეგე ძალასთან დაახლოებულ პირად ვითვლებოდი.
ბატონი ლევანის შვილი ჩემი უფროსი შვილის ანას მასწავლებელი იყო 53-ე სკოლაში და იქ გადავიკვეთეთ. დავახლოვდით და როცა მეგობარ ქალთან, ზაუტაშვილტან , შვილი გამიჩნდა, ბატონი ლევანი პატარა ლიზის ნათლია გახდა.“- აცხადებს ნუგზარ ბოჭორიშვილი.
წყარო „ვერსია“
მასალის გამოყენების პირობები






