პრემიერ-მინისტრის მოვვალეობის შემსრულებელი ირაკლი ღარიბაშვილი გადადგომის შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს.
ღარიბაშვილმა დაადასტურა, რომ ის პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტსაც ტოვებს.
მან მომავალ პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს წარმატება უსურვა. მისი თქმით, კვირიკაშვილი ამ პოსტზე ღირსეული კანდიდატურაა.
"მე ვფიქრობ, საპარლამენტო უმრავლესობამ, ჩვენმა კოალიციამ პრემიერ-მინისტრობის ძალიან ღირსეული კანდიდატურა შეარჩია. ბატონი გიორგი არის ჩემი მეგობარი. მინდა მას წარმატებები ვუსურვო. ჩვენ დიდხანს ვმუშაობდით ერთად, ჯერ კიდევ მანამ, სანამ პოლიტიკაში ერთად მოვიდოდით. მე ვფიქრობ, ძალიან ნაყოფიერი იყო ჩვენი თანამშრომლობა. მინდა წარმატებები ვუსურვო მას და მის გუნდს", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერის პოსტი 2 დღის წინ დატოვა.
მედიაში ირაკლი ღარიბაშვილის მომავალთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია გავრცელდა, მათ შორის ის, რომ ექსპრემიერი შესაძლოა თბილისის მერი გახდეს ან სებ-ის პრეზიდენტად დაინიშნოს.
მასალის გამოყენების პირობები






