ღარიბაშვილის კადრები შესაძლოა ახალ მთავრობაში ვერ მოხვდნენ
პოლიტიკა - 21:24, 24 Dec, 2015     4858

ხელისუფლებაში საკადრო წმენდაა მოსალოდნელი. მთავრობის მეთაურის გადადგომის შემდეგ მაღლი თანამდებობის პირები, რომლებიც ღარიბაშვილის პირად კადრებად ითვლებოდნენ სავარაუდოდ ვეღარ შეინარჩუნებენ პოსტებს.

მათ შორის შეიძლება აღმოჩნდნენ მინისტრები, გუბერნატორები და რაც მთვარია – ე.წ. კახური კლანის წევრები, ანუ ღარიბაშვილის უახლოესი გარემოცვა, რომელშიც მისი ოჯახის წევრები შედიან.

მინისტრების პორტფელების გარეშე შეიძლება შინაგან საქმეთა, სოფლის მეურნეობის, სასჯელარსრულებისა და ევროინტეგრაციის მინისტრები დარჩნენ. მათთან ერთად არსებობს ინფორმაცია, რომ თანამდებობას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელიც დატოვებს.

შესაძლოა თანამდებობის გარეშე დარჩეს კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელი მინდია ჯანელიძე და მისი მოადგილეებიც, რომელთაგან ერთ-ერთი ალექსანდრე ჭიკაიძეა.

ქართულ ოცნებაში არ გამორიცხავენ, რომ ცვლილებები შესაძლოა მტკივნეული იყოს.

ასევე მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შესაძლოა ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის ნათესავი ზვიად ჯანყარაშვილი პასუხისგებაში მისცენ. „ქრონიკა +“-ის რედაქტორის ინფორმაციით, ჯანყარაშვილი ღარიბაშვილ-ივანიშვილის დაპირისპირების ძირითადი მიზეზი გახდა.

„პრემიერი მისი ცოლის ნათესავებმა დაღუპეს. ის ვერ მოერია იმ კლანს. მაქვს ინფორმაცია, რომ შეიძლება მოხდეს ხმაურიანი დაჭერები“, - ამბობს კილაძე.

წყარო: "რუსთავი 2"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42