იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის ლევან მურუსიძის მოსამართლედ არჩევას „საქართველოს განვითარების ფონდში" ეწინააღმდეგებიან.
მათ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პეტიციაც შეადგინეს. ბურჭულაძის მიერ დაფუძვნებულ ფონდში მოუწოდებენ საზოგადოებას ხელი მოაწერონ პეტიციას და ამით პროტესტი გამოხატონ მურუსიძის მოსამართლედ დანიშვნაზე.
„საქართველოს ხელისუფლებისგან მოვითხოვთ: ნუ დაუჭერს მხარს უსამართლო და უკანონო განაჩენებზე ხელმომწერი მოსამართლეების უვადო დანიშვნას, რაც სრულად და საბოლოოდ შელახავს სასამართლოს რეპუტაციას.
სანდრო გირგვლიანის საქმე იყო და რჩება საზოგადოების ღირსების საქმედ. ჩვენი ქვეყნის საზოგადოება არ იმსახურებს რეპუტაცია შელახულ მოსამართლეებს“, აღნიშნულია პეტიციის ტექსტში.
პეტიცია მომზადებულია პაატა ბურჭულაძის საქართველოს განვითარების ფონდის ინიციატივით და ხელს აწერენ.
1. გოგი ჭიჭინაძე; 2. ვახტანგ ძაბირაძე; 3. თორნიკე შარაშენიძე; 4. ირაკლი ტაბლიაშვილი; 5. გიორგი ცქვიტავა; 6. გია ხუხაშვილი; 7. ლიზა ბაგრატიონი; 8. ვალერიან გორგილაძე; 9. ნაირა გელაშვილი; 10. ანა ნაცვლიშვილი; 11. ლაშა ბუღაძე; 12. ნინო ელბაქიძე; 13. რუსიკო სებისკვერაძე; 14. ბასა ფოცხიშვილი; 15. რამაზ საყვარელიძე; 16. მაკა ჯიშკარიანი; 17. მარინა ჯანაშია; 18. თემო გოცაძე; 19. ზურაბ მანჯავიძე; 20. ნინო ელბაქიძე; 21. აგირტ მირზოევი; 22. არნოლდ სტეფანიანი; 23. ბიძინა გეგიძე; 24. მაკა მახარაძე; 25. ლევან ალაფიშვილი; 26. ნიკა თავაძე; 27. ლია მუხაშავრია; 28. ნანა კაკაბაძე; 29. ზაზა ხატიაშვილი; 30. ზაურ ხალილოვი; 31. გია ბუღაძე; 32. სოსო ბარათაშვილი; 33. ლიკა ბასილაია-შავგულიძე; 34. გვანცა ჩხაიძე; 35. ელდარ შენგელაია; 36. მიშა შარაშიძე; 37. მადონა ღიბრაძე; 38. მარიამ კევლიშვილი; 39. ირინა ჯობაძე; 40. მაკა იოსელიანი.
მასალის გამოყენების პირობები






