პრეზიდენტმა მარო მაყაშვილს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა
პოლიტიკა - 19:51, 24 Dec, 2015     2178

საქართველოს პრეზიდენტმა მარო მაყაშვილს, გარდაცვალების შემდეგ, ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა.

საქართველოს პრეზიდენტმა „2015 წელი - ქალთა წელი“ შეაჯამა და მარო მაყაშვილი საქართველოსთვის განსაკუთრებული, გამორჩეული გმირობისათვის ქვეყნის უმაღლესი ჯილდოთი, ეროვნული გმირის ორდენით დააჯილდოვა.

დაჯილდოების ცერემონია კოჯორში, იუნკერთა მემორიალთან გაიმართა. საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნის უმაღლესი ჯილდო მარო მაყაშვილის ოჯახის შთამომავლებს გადასცა.

„ქალთა წლის ფარგლებში, რამდენიმე დღის წინ დავაჯილდოვეთ, სანდრო გირგვლიანის დედა ირინა ენუქიძე. ქალი, რომელმაც თავისი შვილის სიკვდილის შემდეგ რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა, ჩვენი შვილების დასაცავად წამოიწყო. ის არის მაგალითი ქართველი დედის, რომელიც არ შემოიფარგლა თავისი კერძო ტკივილით და ტრაგედიით, არამედ მთელ ქვეყანას ემსახურა.

მეორე არის პატარა გოგო, რომელიც წინა საუკუნის ოციან წლებში აი აქ დაიღუპა.

გოგო, რომელსაც ჰქონდა მომავალი ცხოვრების ძალიან ნათელი იმედი. ფიქრობდა ოჯახზე, ფიქრობდა ევროპაში სწავლაზე, ფიქრობდა თავის როლზე საზოგადოებაში. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულების - საქართველოს თავისუფლების, დათმობის ფონზე არაფერი ეს შესაძლებელი აღარ იქნებოდა.

მარო მაყაშვილი, რომელიც 19 წლის ასაკში აქ დაიღუპა, იმ ახალგაზრდა იუნკერებთან ერთად, რომლებიც იბრძოდნენ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის, გახდება პირველი ქალბატონი, რომელსაც მიენიჭება ეროვნული გმირის წოდება.

მე მინდა მადლობა გითხრათ ყველას ვინც აქ ბრძანდებით, ვინც იზიარებთ ამ ემოციას; ემოციას, რომ მთავარი ღირებულებები ჩვენთვის არის უზენაესი და მათ შეიძლება ჩვენი სიცოცხლე შევწიროთ. შეიძლება ყველგან ვერ შევძლოთ ამის გაკეთება, მაგრამ ამით ვერთიანდებით.

მინდა მადლობა გადავუხადო ქალბატონი მაროს შთამომავლებს, რომლებიც ჩვენთან ერთად აქ არიან. მსურს მადლობა გადავუხადო დამსწრე საზოგადოებას - იუნკერების შთამომავლებს. მინდა მადლობა ვუთხრა ქართულ ჯარს, რომელიც აქ არის.

მინდა მადლობა ვუთხრა პირადად ქალბატონ ანა დოლიძეს, რომლისგანაც მოდის ეს იდეა და მსურს, კიდევ ერთხელ ხაზგასმით ავღნიშნო, რომ ეს ძალიან კარგი იდეა იყო.

მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ყველა ქართველ ქალბატონს, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის სიძლიერის, ჩვენი ქვეყნის ჯანსაღი მომავლის გარანტი.

აქედან გამომდინარე, ვაცხადებ, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობისა და ქვეყნის წინაშე აღმატებული ღვაწლისთვის, წითელი ჯვრის მოწყალების დას, მარიამ (მარო) მაყაშვილს მიენიჭოს ეროვნული გმირის წოდება და გადაეცეს ეროვნული გმირის ორდენი გარდაცვალების შემდეგ“- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდნენ თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე, საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლები - რატი ამაღლობელი, ლაშა ბუღაძე, ირაკლი კაკაბაძე, ასევე სანდრო გირგვლიანის ოჯახის წევრები და მეგობრები.

საქართველოს სულ 16 ეროვნული გმირი ჰყავს - მარო მაყაშვილი, ამბროსი ხელაია, ექვთიმე თაყაიშვილი, გრიგოლ ფერაძე, გიორგი მაზნიაშვილი, გიორგი კვინტრაძე, ქაიხოსრო ჩოლოყაშვილი, მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია, მიხაკო წერეთელი, ჟიული შარტავა, ზაზა დამენია, ზურაბ იარაჯული, გიორგი ანწუხელიძე, ლეხ კაჩინსკი, ჯონ მაკკეინი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42