"ივანიშვილს ნუ ეთამაშებით! ნუ გგონიათ, მაგ სკამებს საფლავში წაიღებთ!“ - კაკულია ღაირიბაშვილის შესახებ
სოც.მედია - 18:44, 24 Dec, 2015     13771

ქართველი წინასწარმეტყველი ლელა კაკულია სოციალურ ქსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლების ფაქტს ეხმაურება.

კაკულიას „ფეისბუქის“ გვერდზე 2014 წელს მის მიერ „ქრონიკა +“-ისთვის მიცემული ინტერვიუს ფრაგმენტი ქვეყნდება.

„დღეს, 2015 წლის 23 დეკემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თანამდებობიდან გადადგა. ქალბატონმა ლელამ პირველად 2014 წლის ივლისში, ხოლო შემდეგ ნოემბერში გაზეთ "ქრონიკა+"-ს რედაქტორისთვის, ელისო კილაძისთვის მიცემულ ინტერვიუებში ასეთი რამ იწინასწარმეტყველა ირაკლი ღარიბაშვილზე:

1 ივლისი, 2014 წელი:

— ახლა ჩემს ადგილას ირაკლი ღარიბაშვილი რომ იჯდეს, რას ურჩევდით?

— უნდა გადადგეს!!! ყველაზე კარგი ეს არის. ძალიან უჭირს, სულ სხვა რამეებით არის დაკავებული და ძალიან უჭირს. ხალხის განწყობა მის მიმართ მტრული არ არის — ამას არ ვხედავ. ძალიან ერთგული პიროვნებაა, შინაგანად წესიერი,მაგრამ სახელმწიფოს მართვა მძიმე ტვირთია ყველასთვის. ახალგაზრდაა, მომავალი წინ აქვს, კარგ სკოლასაც გადის ახლა. ბევრსაც სჯობია იქ, იმიტომ, რომ არ არის ბოროტი პიროვნება. არ მაქვს ხედვაში მასზე რაიმე უარყოფითი...

***

— ქალბატონო ლელა, მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები ვადამდელ არჩევნებამდე იქნება?

— კი. ერთ ტალღას კიდევ გავილით, მაგრამ რაც უნდა გავიაროთ, რაც უნდა მოხდეს, იცოდეთ, რომ ყველაფერი ხალხის სასარგებლოდ გადაწყდება და ნურავის გგონიათ, რომ მაგ სკამებს საფლავში წაიღებთ!...

11 ნოემბერი, 2014 წელი:

— ...მაინტერესებს, მაგალითად, პრემიერ–მინისტრის პოლიტიკური მომავალი — რა გამოსავალი აქვს მას ამ სიტუაციაში?...

— ... ღარიბაშვილი ახლა ბრწყინვალედ ასრულებს თავის საქმეს, უკან არ იხევს, ძლიერ ნაბიჯებს დგამს — თავისი გაგებით — და გადაწყვეტილებებს ღებულობს, მას არ ეშინია მძიმე გადაწყვეტილებების მიღებისა, იმიტომ, რომ ის მართალია — ასე ფიქრობს. მე კი მის მომავალში დიდ პოლიტიკურ აღზევებას ვერ ვხედავ, ის ქართულ პოლიტიკაში ვარსკვლავად ვერ მოგვევლინება. ღარიბაშვილზე ვილაპარაკე თქვენთან წინა ინტერვიუში და გაიხსენეთ, რაც ვთქვი.

— გავიხსენე: უნდა გადადგეს!

— რა თქმა უნდა. და ეს მომავალში აუცილებლად დაუდგება წინ. ივანიშვილს ნუ ეთამაშებით!!!

— მათ შორის, ღარიბაშვილსაც ეტყოდით ამას?

— დიახ, მათ შორის ღარიბაშვილსაც ვეტყოდი ამას. ღარიბაშვილი ვერ ითამაშებს, იმიტომ, რომ არ ითამაშებს — ნამდვილად ვერ დავწამებ ცილს. სხვათა შორის, ის ივანიშვილისთვისაც ნომერ პირველი პიროვნებაა, რომელსაც ეყრდნობა და ჯერ აქვს მისი იმედი. ჯერჯერობით უმართლებს და გაუმართლებს კიდეც, მაგრამ პოლიტიკაში მოხდება ისეთი ძვრები და ისეთი ცვლილებები, რასაც ეს პოლიტიკოსები ვერც წარმოიდგენენ“, - ნათქვამია პოსტში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42