„დიპლომატიური ურთიერთობა საქართველოსთან 2008 წელს გაწყდა, მას შემდეგ რაც შეჩერებული იქნა სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ მიმართული აგრესია. რუსეთის მხარე დაეხმარა სამხრეთ ოსეთს შეეჩერებინა ეს აგრესია და სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებლობა ცნო. შემდეგ სააკაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტაზე და ამ რეჟიმში ვცხოვრობთ. ინიციატივა ურთიერთობის გაწყვეტაზე მაშინდელ საქართველოს ხელმძღვანელობას ეკუთვნოდა. რაც შეგვეხება ჩვენ, ჩვენ მზად ვართ დიპლომატიური ურთიერთობების აღსადგენად, მაგრამ ქართული მხარე ამის პირობად აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარებების უკან წაღებას აყენებს.“ - განაცხადა კარასინმა.
შეგახსენებთ 17 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვი მზადაა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმოს. 23 დეკემბერს კი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქალაქეებს რუსეთის ვიზის მიღების პირობები გაუმარტივდათ.
მასალის გამოყენების პირობები






