„რესპუბლიკელ“ ლევან ბერძენიშვილს ირაკლი ღარიბაშვილზე გაკეთებული განცხადების გამო უმრავლესობის დეპუტატი დავით ლორთქიფანიძე აკრიტიკებს.
მისი განცხადებით, ღარიბაშვილი დღემდე კოალიციის ლიდერია და მისი მომავალი საინტერესო უნდა იყოს კოალიციაში შემავალი ნებისმიერი სუბიექტისთვის.
„რბილად რომ ვთქვათ ასეთი მიდგომა არა მგონია სწორი იყოს. ირაკლი ღარიბაშვილი არის პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, ის დღემდე არის კოალიციის ლიდერი და ვფიქრობ მისი ბედი საინტერესო უნდა იყოს კოალიციაში შემავალი თითოეული სუბიექტისათვის,“ - განაცხადა დათო ლორთქიფანიძემ.
ბერძენიშვილი ასევე თამაზ მეჭიაურმა და ოთარ ჩრდილელმა გააკრიტიკეს. ლევან ბერძენიშვილმა განაცხადა, რომ ირაკლი ღარიბაშვილს კოალიციის საარჩევნო სიის პირველ ნომრად ვერ ხედავს. როგორც დეპუტატმა განაცხადა, მისთვის ღარიბაშვილის თემა საინტერესო აღარ არის.
მასალის გამოყენების პირობები






