უმრავლესობის დეპუტატი დავით ბერძენისვილი იმედოვნებს, რომ „რესპუბლიკელები“ მომავალი მთავრობის შემადგენლობაშიც აქტიურად გააგრძელებენ მუშაობას.
როგორც დეპუტატი ამბობს, „რესპუბლიკური პარტია“ კოალიციურ მთავრობაში მთავარი წამყვანი ძალაა.
"სენსიტიურები ვართ არა „რესპუბლიკელები“, არამედ ის ადამიანები საქართველოს პარლამენტში, რომლებიც ირაკლი ღარიბაშვილი თუ არ იქნება პრემიერი შეშფოთებულები არიან თავად სად იქნებიან. მე ამით შემოვიფარგლები. "რესპუბლიკელები“ სანდო სუბიექტები ვართ კოალიციის. როგორც საკანონდმებლო, ისე აღმასრულებელ და თვითმმართველ ქალაქებში, "რესპუბლიკელები" ერთ-ერთი წამყვანი ძალა ვართ კოალიციური ხელისუფლების, ასევე ვაპირებთ გავაგრძელოთ. ველოდები, რომ ახალი პრემიერ-მინისტრის მთავრობაში "რესპუბლიკელების" პასუხისმგებლობა "რესპუბლიკელების" მინისტრებით ისევე იქნება გაგრძელებული, როგორიც ეს იყო ღარიბაშვილის მთავრობაში,"- აცხადებს დავით ბერძენიშვილი.
ბერძენიშვილის კომენტარს „რუსთავი 2“ ავრცელებს.
მასალის გამოყენების პირობები






