პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თქვმჯდომარე თამაზ მეჭიაური არ ეთანხმება თინათინ ხიდაშელის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ირაკლი რარიბაშვილმა თანამდებობა ახალი სისხლის და სიახლეების საჭიროების გამო დატოვა:
„ბატონი ირაკლი გაცილებით ახლოს იყო და არის ბატონ ბიძინასთან, აქედან გამომდინარე არ გამოვრიცხავ, რომ მას ქონდ კონსულტაციები. რაც შეეხება მისი გადადგომის მიზეზებს, ეს მეც მაინტერესებს, ბოლომდე ეს მიზეზები მეც არ ვიცი. ბატონ ირაკლის სავსებით ახალი სისხლი აქვს, არანაკლები სხვაზე,“- განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.
ლევან ბერძენიშვილის შეფასება არ მოეწონა „ქართული ოცნების“ კიდევ ერთ წევრს ოთარ ჩრდილელს. ბერძენიშვილის ნათქვამს, რომ ის ვერ ხედავს ირაკლი ღარიბაშვილს საარჩევნო სიის პირველ ნომერად და ამასთანავე ღარიბაშვილის მომავალი მისთვის ნაკლებ საინტერესოა, ჩრდილელლი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა;
„ყველას აქვს, სუბიექტური აზრის დაფიქსირების საშუალება... თუმცა პირადად მე, უხერხულად მეჩვენება, ჩვენი პარტნიორი პარტიის ლიდერისგან, ასეთი განცხადება...მითუმეტეს, რომ საუბარია პარტია ,,ქართული ოცნების,, თავმჯდომარეზე...“- დაწერა ჩრდილელმა ფეისბუკზე.
მასალის გამოყენების პირობები






