მას შემდეგ, რაც ქვეყნის პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობა დატოვა, უკვე საუბრობენ იმაზე, რომ შესაძლოა ცვლილებები გუბერნიებშიც განხორციელდეს.
გავრცელებული ინფორმაციით, თანამდებობის დატოვება გურიის გუბერნატორს გია სალუქვაძესაც მოუწიოს.
თავად გუბერნატორი გავრცელებულ ინფორმაციას არ გამორიცხავს, თუმცა ამბობს, რომ ყველაფერი ახალ პრემიერზეა დამოკიდებული.
როგორც სალუქვაძემ „გურიის მოამბესთან“ საუბრისას განაცხადა, დღემდე მასთან ამ საკითზე კომუნიკაცია არ შემდგარა.
„მოგეხსენებათ, პრემიერ-მინისტრი გადადგა, მოვა ახალი. მთავრობაც გადაყენებულია და ასრულებს მოვალეობას პრეზიდენტის განკარგულებიდან გამომდინარე. გუბერნატორი რეგიონში წარმოადგენს მთავრობას. ჩვენ ავტომატურ რეჟიმში გადადგომა კონსტიტუციიდან გამომდინარე არ გვეხება, თუმცა ახალი პრემიერ მინისტრის მოსვლის შემდეგ გადაწყდება დარჩებიან თუ შეიცვლებიან ხვადასხვა რეგიონებში გუბერნატორები. ალბათ, ამ თემაზე იქნება მსჯელობა და დაგვიძახებენ. ჯერჯერობით ჩვეულ რიტმში ვაგრძელებთ მუშაობას. აქედან გამომდინარე, პრესაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ შესაძლოა ცვლილებები გუბერნატორებსაც შეეხოს, გეტყვით, რომ შესაძლოა შეეხოს, შესაძლოა - არა. რაიმე სახის კომუნიკაცია ჯერ ჩემთან არ ყოფილა“,- განაცხადა სალუქვაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






