პარლამენტი მთავრობის ახალი შემადგენლობის შესახებ 28-29 დეკემბერს იმსჯელებს. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მან კიდევ ერთხელ განმარტა პროცედურები, რაც მთავრობის დასამტკიცებლად არის საჭირო.
მისი თქმით, 7 დღის განმავლობაში უმრავლესობამ უნდა წარუდგინოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი პრეზიდენტს, რომელიც წამოაყენებს ამ კანდიდატს. უსუფაშვილის განცხადებით, ამის შემდეგ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი დაიწყებს მთავრობის ახალი შემადგენლობის ფორმირებას.
„შეიძლება ამ საკითხზე 28-29 დეკემბერს ვიმუშაოთ. ეს არის ყველაზე ოპტიმალური, თუმცა ჩვენ გვაქვს ვადები და ამ მაქსიმალური ვადებით შეგვიძლია 14-15 იანვრამდე ვიყოთ ამ პროცესით დაკავებული, თუ ეს საჭიროებამ მოითხოვა. ეს ყველაფერი უფრო ცხადი გახდება მას შემდეგ, რაც უმრავლეობას ჩამოყალიბდება კანიდადატთან დაკავშირებით. დღეს, ალბათ პარლამენტის სხდომაზე უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება მომავალ კვირაში სხდომის გამართვის თაობაზე. მე წინასწარი საუბრით გთავაზობთ, რომ ეს იყოს 29 დეკემბერი. თუ პროცესში რამე სხვა საჭიროება გახდა, შეგვიძლია შემდგომში ვისმჯელოთ ამაზე. მოსმენა ფარქციებში შეგვიძლია გავაკეთოთ თბილისში, შეგვიძლია ქუთაისშიც. ამაზეც ვისმჯელოთ. მე პირადად მგონია, რომ ამის გაკეთება თბილისში უფრო ოპტიმალური ჩან", - განაცხადა უსუფაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






