მისი თქმით, „ეს სპონტანური გადაწყვეტილებაა, რომელიც ცალსახად ივანიშვილთან არის დაკავშირებული."
როგორც მაჭავარიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამგვარი გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილთან მჭიდრო კონსულტაციის გარეშე მიღებული ვერ იქნება.
"როგორც ჩანს, ეს მოსალოდნელი მოულოდნელობა ძალიან დიდხანს მზადდებოდა. გასაკვირია, როცა ორი დღით ადრე ვისმენთ ანგარიშს და მისი გადადომის წინაპირობა არ ჩანს. ეს სპონტანური გადაწყვეტილებაა, რომელიც ცალსახად ივანიშვილთან არის დაკავშირებული. რომელიც არასტაბილურობის შეგრძნებას ტოვებს პოლიტიკაში. მითუმეტეს ძალიან მძიმე საზოგადოებრივი მხარდაჭერის კლების ფონზე. ეს „ოცნებას“ აყენებს კონკრეტული მიზნების წინაშე, შეცვალოს მიდგომები, საზოგადოებრივი იმიჯი, რომ რაღაც ცვლილებები შეიძლება განხორციელდეს. ღარიბაშვილის გადადგომა ამ თვალსაზრისით გარკვეულწილად ლოგიკურიც არის, მაგრამ მეტწილად პიროვნული გაუგებრობებით არის გამოწვეული"- აღნიშნა მან.
პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველის თქმით, ბიძინა ივანიშვილს სპონტანურობა ახასიათებს.
"ღარიბაშვილის წარმატებაზე ვერ ვისაუბრებ, ის თავიდან ბოლომდე დამოკიდებული იყოს ივანიშვილის ნებაზე, მას არც მიეცა საშაულება თავისი შესაძლებლობა გამოეჩინა“ - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






