ექსპერტი მამუკა არეშიძე „საქართველოს განვითარების ფონდის“ დამფუძვნებლის პაატა ბურჭულაძის პოლიტიკურ შანსებზე საუბრობს.
როგორც „ნიუპოსტთან“ საუბრისას არეშიძემ განაცხადა, შესაძლოა ბურჭულაძემ საქართველოს ეკონომიკაში გარდატეხა ვერ მოახდინოს, მაგრამ ის კარგ სიტუაციას შექმნის.
„პაატა ბურჭულძეს არაერთი ორგანიზაცია შეუქმნია, რომლებსაც საქართველოსთვის დიდი დივიდენდი მოუტანია. იგივე მახათას მთის პროექტი და ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ პაატა რაღაცის გაკეთებას შეძლებს. შეიძლება გარდატეხა ვერ შეიტანოს საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში, თუმცა კარგი სიტუაცია რომ შექმნას, ამის რესურსი გააჩნია. მას უამრავი სანაცნობო წრე ჰყავს, შეუძლია თანხების მოზიდვა და რაც მთავარია, აქვს ინტელექტუალური რესურსი. თუ ხელი არ შეეშალა, საქმეს გააკეთებს“, - განაცხადა არეშიძემ.
პაატა ბურჭულაძემ საოპერო ხელოვნებიდან საზოგადოებრივ მოძრაობაში გადასვლა ცოტა ხნის წინ გადაწყვიტა.
მასალის გამოყენების პირობები






