"ამ დღეს 2 წლის წინ უკანასკნელად ჩავხედე თვალებში დედას"- მუსიკოსის ემოციური ფეისბუკპოსტი
სოც.მედია - 12:51, 24 Dec, 2015     2139
მუსიკოსი ნიკოლოზ რაჭველი დედის გარდაცვალების 2 წლისთავთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. მუსიკოსის თქმით სწორედ დედა იყო ის ადამიანი ვინც მას ხელოვნება შეაყვარა და ვინც გარდაცვალების შემდეგაც ამხნევებს და ძალას მატებს, რომ მუსიკას ემსახუროს:

„დღეს 24 დეკემბერია, ბევრისთვის ერთი ჩვეულებრივი, ეკლესიურად კი ყველა იმ წმინდანის ხსენების დღე, რომელთაც ცალკეული დღესასწაული არ აქვთ კალენდარული წლის განმავლობაში. სწორედ ამ დღეს 2 წლის წინ უკანასკნელად ჩავხედე თვალებში ჩემს ძვირფას დედას, ბოლოჯერ მოვისმინე მისი სუნთქვა, ვხედავდი, როგორ ნელდებოდა მისი მაჯისცემის რიტმი… ვიდექი მის საწოლთან და გაუცნობიერებლად ვიმეორებდი ერთიდაიგივე წინადადებას: ნუ გეშინია დედა, მე შენთან ერთად ვარ, ყველაფერი კარგად იქნება! ეს იყო წუთები, როდესაც სამყაროს კანონზომიერებას ერთდროულად ვეთანხმებოდი და ვეწინააღმდეგებოდი, წუთები, როდესაც მიხაროდა, რომ მასთან ერთად ვიყავი და ამავდროულად გული მტკიოდა, რომ ვერ ვშველოდი და სიკვდილის პირისპირ მარტოს ვტოვებდი…

მას მერე ჩემ ცხოვრებაში ძალიან ბევრი რამ მოხდა, 50-ზე მეტი საკონცერტო გამოსვლა საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ, პრემიერები, მათ შორის მისადმი მიძღვნილი სიმფონიური თხზულების, მრავალი ახალი პროექტი, საოცარი მსმენელით სავსე დარბაზები და გულთბილი ოვაციები. და ახლა უკვე ყოველთვის, როდესაც დარბაზში შუქი კლებულობს, ორკესტრი ინსტრუმენტების აწყობას იწყებს, მაყურებელი სავარძელში კალათდება და მე სცენის ზღურბლთან, გასვლამდე რამდენიმე წამით ადრე, მღელვარებისგან პირჯვარს ვიწერ - ყოველთვის ჩამესმის ჩემივე სიტყვები, ოღონდ უკვე მისი ხმით, მისი ინტონაციით: ნუ გეშინია შვილო, მე შენთან ერთად ვარ, ყველაფერი კარგად იქნება!..

P.S. ყოველთვის ვფიქრობ რა გახდა ჩვენი პროექტის “მსოფლიო კინომუსიკის შედევრების” ასეთი ჯადოსნური წარმატების მიზეზი (მაყურებელთა თხოვნით 8-ჯერ გავიმეორეთ და საშუალო სტატისტიკური მონაცემებით 18.000 მაყურებელს ვუმასპინძლეთ), და მგონი ამოვიცანი: ყოველი ეპიზოდი, ყოველი მელოდია, ყოველი სიტყვა ჩემთვის უხილავ კავშირშია ჩემს ძვირფას დედასთან, რომელმაც შემაყვარა მაღალი ხელოვნება, მუსიკა, კინო, თეატრი…

29 და 30 დეკემბერს კიდევ ერთხელ დავამყარებ ამ უცნაურ, ენით აუწერელ, ზეციურ კავშირს, კიდევ ერთხელ გავუზიარებ ჩემს აუდიტორიას სიყვარულსა და სიხარულს, კიდევ ერთხელ (უფრო ზუსტად კი ორჯერ) სცენაზე გასვლის წინ გადავიწერ პირჯვარს და დაველოდები გამხნევებას ზეციური სამყაროდან და ანთებული თვალებით შევაბიჯებ სცენაზე, რომელიც სახლზე მეტად ძვირფასია ჩემთვის. სცენაზე კი ჩემს უძვირფასეს მეგობრებთან, ჩემს გენიალურ, სასახელო, შეუდარებელ ანიტა რაჭველიშვილთან და ჩემს ერთადერთ ოჯახთან - ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად მთელს ენერგიას შევალევ დარბაზში მობრძანებული ადამიანების გულების გათბობას!!! ყველას გელოდებით!!! ერთი სული მაქვს!!!“- წერს ნიკოლოზ რაჭველი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42