"იყუჩე, დაისვენე, ცხვირი ნორმალური ადამიანის დონეზე გაასწორე" - "მეზობლის" კეთილი რჩევა ღარიბაშვილს
სოც.მედია - 11:28, 24 Dec, 2015     2717
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი გივი თარგამაძე ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას ეხმაურება და სოციალური ქსელის მეშვეობით ექსპრეიერს მიმართავს.
"და აი ფინალიც. გადავხედე ამ წლების პოსტებს და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ თვეების მანძილზე კეთილი რჩევების მეტი არაფერი შემომითავაზებია. მესმის, შუშის ოლიმპოს გადაფიჩინებული ხაზეინი გთრგუნავდა, გსრესდა ყოველწუთიერად საკუთარი გადაგლესილი ტვინის გაუგონარი ზმანებების აღსრულების მოთხოვნით. ფიზიკურად გფიტავდა და განადგურებდა, გაბრმავებდა და გაყრუებდა. მაგრამ გაუსაძლის გათანგულობაში უნდა გაგეგონა ერთადერთი გულშემატკივრის, შენი ყოფით გულდამძიმებული კეთილი მეზობლის გამუდმებული შეგონება: შვილო, ჰაკიმ, შეიცადე; შვილო, ჰაკიმ, გაიაზრე; შვილო, ჰაკიმ, დაფიქრდი... უნდა ჩაჭიდებოდი ამ ერთადერთ მაშველ რგოლს... ჩემს პასუხისმგებლობას ჩემი არჩევანი განაპირობებსო, დღეს თქვი - არასდროს გიმართლებდა არჩევანში: სამი მამა გყავს - ბიოლოგიური, შეძენილი (სიმამრი) და უძღები (დიახ, უძღები მარტო შვილი კი არა, მამაც არსებობს, რაშიც დარწმუნდი) და სამივე მხოლოდ შენს ხარჯზე საკუთარი კეთილდღეობის მოწყობაზე ფიქრობს. გაფრთხილებდი - შუა ჯირითში დაგანარცხებს - არ მომისმინე. ახლა? ერთ რჩევასაც მოგცემ და დავიშალოთ: შვილო, ჰაკიმ, იყუჩე, დაისვენე, ცხვირი ნორმალური ადამიანის დონეზე გაასწორე, ნურც ჩამოუშვებ, ნურც აიპრიხავ. დაივიწყე ათეულობით გამოჩენილი ხელის ჩამორთმევა. წადი საფრანგეთში, თავიდან, ოფიციანტობიდან დაიწყე, ფულიან ხალხს ერიდე, სიმამრს დაუმტკიცე, რომ კაცი ხარ, მამას აჩვენე, რომ დამოუკიდებელი ხარ და გადაწყვეტილებები მერე მიიღე. მაშინ აღარ მოგიხდება ასე ნანატრ ტერასაზე მხოლოდ სამი წუთით დგომა, გადაწყვეტილების მიღების მიზეზის ვერახსნა და ბოლო საპრემიერო გამოსვლის მხოლოდ საყვარელ ნუნუკაზე გადატარება. მშვიდობით, შვილო, ჰაკიმ. საკუთარ თავს ებარებოდე...", - წერს თარგამაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42