საკრებულოში თბილისის 2016 წლის ბიუჯეტის განხილვა გაგრძელდება. ცნობილია, რომ დედაქალაქის მთავარ საფინანსო დოკუმენტში ბოლო შესწორებები დღეს უნდა დამტკიცდეს.
საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის ჯაბა სამუშიას თქმით, ცვლილებები დაახლოებით 7 მლნ ლარის ფარგლებში განხორციელდება. მისივე ინფორმაციით, თანხის ეკონომია ტენდერების ხარჯზე მოხდა.
„თანხის გადანაწილება სოციალურად დაუცველებისთვის მოხდება. ასევე მერიაში დასაქმებულები, მათ შორის დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლები წლის ბოლომდე მეცამეტე ხელფასს მიიღებენ“, - ამბობს სამუშია.
განსხვავებული პოზიცია აქვთ საკრებულოს ოპოზიციაში. როგორც ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ირაკლი აბესაძე ამბობს, თანხები არასწორად არის გადანაწილებული.
„ეს ყველაფერი მიგვანიშნებს, რომ ბიუჯეტი თავიდანვე არ იყო სწორად დაგეგმიული. „ქართული ოცნების“ თბილისის მთავრობას ადამიანების სოციალური საჭიროებები არ ესმის. ასევე არ ესმის როგორ უნდა წარმართოს სწორად ინფრასტრუქტურული სამუშაოები ისე , რომ ერთის მხრივ წლის ბოლო არ აღმოაჩინონ, რომ თანხები აკლდებათ და მეორეს მხრივ არ რჩებოდეთ ათეულობით მილიონი ლარი დაუხარჯავი“- განცხადა ირაკლი აბესაძემ „კურიერთან“ საუბრისას.
დედაქალაქის 2016 წლის ბიუჯეტს კი საკრებულო შაბათს დაამტკიცებს.
მასალის გამოყენების პირობები






